Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საზღვაო კოდექსი article 29 1. საქართველოს სახელმწიფო დროშით სარგებლობის (ნაოსნობის) უფლება გემს ენიჭება რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. 3. საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის მიმართ მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საკუთრების ყველა ფორმა. 4. გემის რეესტრში რეგისტრაცია შეიძლება იყოს დროებითი, ვადიანი ან მუდმივი, ნაოსნობის უფლებით ან ნაოსნობის უფლების გარეშე. 5. რეესტრში რეგისტრირდება გემი, რომელიც არის: ა) საქართველოს სახელმწიფოს საკუთრება; ბ) საქართველოს ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრება; გ) უცხო ქვეყნის გემთმფლობელის საკუთრება, რომელსაც საქართველოში ჰყავს უფლებამოსილი წარმომადგენელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; დ) ამ კოდექსიდან გამომდინარე ბერბოუტ - ჩარტერის ხელშეკრულებით ექსპლუატაციაში მყოფი გემი. 6. საქართველო არ ცნობს გემის პარალელურ რეგისტრაციას, გარდა ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 7. საქართველო არ ცნობს სხვა ქვეყნის სათანადო რეესტრში საქართველოს გემის რეგისტრაციას, თუ ეს გემი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ მოიხსნება რეგისტრაციიდან ან მას არ შეუჩერდება რეგისტრაცია. |
საზღვაო კოდექსი article 29 8. ბერბოუტ-ჩარტერის შემთხვევაში გემი შეიძლება დარეგისტრირდეს საქართველოში, თუ დაფრახტვის მომენტში მისი დროშის სახელმწიფო თანახმაა, გემის სახელმწიფო რეგისტრაცია რეესტრში განხორციელდეს. ამასთანავე, აღნიშნულ სახელმწიფოში გემის სახელმწიფო საზღვაო დროშით ცურვის უფლება შეჩერებული უნდა იყოს. ბერბოუტ-ჩარტერით გემის საქართველოს დროშის ქვეშ რეგისტრაციის შემთხვევაში გემთან დაკავშირებული საკუთრებისა და სხვა ქონებრივი უფლებების (საზღვაო იპოთეკა და გირავნობა) რეგისტრაცია შეიძლება დარჩეს გემის ძირითად რეესტრში, ხოლო საქართველოს დროშით ცურვის უფლებას გემი მიიღებს ბერბოუტ-ჩარტერის ხელშეკრულების მოქმედების ვადის შესაბამისად. 9. თუ გემი რეგისტრირებულია სხვა ქვეყნის სათანადო რეესტრში, საქართველოში მისი და რეგისტრირება შესაძლებელია მხოლოდ ამ გემის სხვა ქვეყნის რეესტრში რეგისტრაციის შეჩერების, შეწყვეტის ან რეგისტრაციიდან მოხსნის შემდეგ. 10. გემზე საქართველოს სახელმწიფო დროშის სათანადო უფლების გარეშე აღმართვისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. |