Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 47 სამსახურში მიღებისა და მოსამსახურის მიერ სამსახურის გავლისათვის დადგენილი შეზღუდვები. 1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არ მიიღება: ა) განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი; ბ) პირი, რომლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს; გ) პირი, რომელიც სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება; ე) პირი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს; ვ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით ან/და ფსიქიკური სნეულებით დაავადებული პირი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებს; ზ) პირი, რომელმაც შემოწმების გავლის შედეგად უარყოფითი შეფასება მიიღო; თ) პირი, რომელიც თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით დაუკავშირდება მშობელს, მეუღლეს, შვილს, გერს, დას, ძმას, მეუღლის დას, ძმას ან მშობელს; |
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 47 ი) სხვა ქვეყნის მოქალაქე ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა), გარდა საქართველოს კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისისა; კ) პირი, რომელმაც სამსახურში მიღებისას შეგნებულად დამალა მასთან დაკავშირებული ინფორმაცია ან არასწორი მონაცემები წარადგინა; ლ) 60 წელს მიღწეული პირი (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა); მ) პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს. 2. მოსამსახურეს (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) არა აქვს უფლება, ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა) ან სხვა საჯარო დაწესებულებაში/კერძო დაწესებულებაში ეკავოს სხვა თანამდებობა. მოსამსახურის მიერ სხვა ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება ან შეთავსებით სხვა თანამდებობის დაკავება დასაშვებია მხოლოდ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში. |
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 47 3. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თანხმობით ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს ან სხვა საჯარო დაწესებულებაში/კერძო დაწესებულებაში ეკავოს სხვა თანამდებობა. ეს ხელს არ უნდა უშლიდეს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის მიერ მისთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას. 4. მოსამსახურეს ეკრძალება გაფიცვა, შეკრებასა და მანიფესტაციაში მონაწილეობა და პოლიტიკური პარტიის წევრობა. |