Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს ტყის კოდექსი article 32 ტყეში შესვლისა და გადაადგილების შეზღუდვის მოწესრიგება. 1. ტყეში შესვლისა და გადაადგილების შეზღუდვა უნდა მოწესრიგდეს ტყის ტერიტორიაზე შესაბამისი საინფორმაციო ნიშნების განთავსებით. 2. ტყის ტერიტორიაზე საინფორმაციო ნიშნები იმ ადგილებში უნდა განთავსდეს, სადაც არის საერთო სარგებლობის გზა, სატყეო გზა და ბილიკი და ისინი გადის ტყეში შესვლისა და გადაადგილების შეზღუდვის ზონაში ან ამ ზონის მომიჯნავე ტერიტორიაზე. 3. ტყეში შესვლისა და გადაადგილების შეზღუდვის მოქმედება უნდა გაუქმდეს და უნდა მოიხსნას ტყის ტერიტორიაზე განთავსებული საინფორმაციო ნიშნები − შეზღუდვის აღმნიშვნელი ნიშნები, თუ აღარ არსებობს ამ კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული შეზღუდვის საფუძველი. 4. ტყეში შესვლისა და გადაადგილების შეზღუდვის აღმნიშვნელი ნიშნების გამოყენების წესები დგინდება „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს სამინისტრო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. |