Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 231 სხვა თანამდებობის პირის მიერ ამ რეგლამენტის დარღვევა და სანქციები. 1. ამ რეგლამენტის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ამავე რეგლამენტით დადგენილი წესით ეკისრება პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირს, აგრეთვე სხვა თანამდებობის პირს, რომელსაც ევალება პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობა. 2. თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი დგება მის მიერ შემდეგი დარღვევების ჩადენისთვის: ა) მოწვეულია პარლამენტში საკითხის განხილვაზე და არ ცხადდება; ბ) არღვევს პარლამენტის წევრის კითხვაზე/შეკითხვაზე პასუხის გაცემისთვის დაწესებულ პროცედურას; გ) პარლამენტს აწვდის დამახინჯებულ ან არასწორ ინფორმაციას; დ) არ ასრულებს პარლამენტის დადგენილებებსა და რეკომენდაციებს; ე) პარლამენტის წევრს დაბრკოლებებს უქმნის ამ რეგლამენტითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 231 3. პარლამენტის ბიუროს, კომიტეტის, პლენარულ ან ამ რეგლამენტით გათვალისწინებული კომისიის სხდომაზე მოწვეული პირი ვალდებულია სხდომის მიმდინარეობის დროს წესრიგი დაიცვას. მას ეკრძალება ისეთი მოქმედება, რომელიც პარლამენტს ან პარლამენტის წევრს ხელს უშლის ფუნქციების შესრულებაში. სხდომის მიმდინარეობისას მან თავი უნდა შეიკავოს განვითარებული მოვლენებისადმი პირადი დამოკიდებულების გამოხატვისგან. წესრიგის დამრღვევ სტუმარს სხდომის თავმჯდომარემ შეიძლება დაატოვებინოს პარლამენტის ბიუროს სხდომის დარბაზი, კომიტეტის სხდომის დარბაზი, სხდომათა დარბაზი ან ამ რეგლამენტით გათვალისწინებული კომისიის სხდომის დარბაზი. 4. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ თითოეულ შემთხვევას და საკითხს სათანადო რეაგირებისთვის გადასცემს პარლამენტის ბიუროს. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პარლამენტი თანამდებობის პირის (გარდა საქართველოს მთავრობის წევრისა) მიმართ იყენებს შემდეგ რეაგირების ფორმებს: ა) იღებს დადგენილებას ან რეზოლუციას დარღვევის გამო კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ რეაგირების ზომების მისაღებად; ბ) სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელს მიმართავს რეკომენდაციით მისდამი დაქვემდებარებული თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის შესახებ. |