FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

article  9

5. ინფორმაციას, რომელსაც ენიჭება საიდუმლოობის გრიფი „სრულიად საიდუმლო“, მიეკუთვნება მონაცემი, რომლის გავრცელებამ ან დაკარგვამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე შედეგები საქართველოს თავდაცვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, სამოქალაქო უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვის, პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებისათვის და ამ კანონის მე-6 მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა ინტერესებისათვის ან/და რომლის გამჟღავნებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე შედეგები საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების მონაწილე ქვეყნისათვის თუ ორგანიზაციისათვის.
6. ინფორმაციას, რომელსაც ენიჭება საიდუმლოობის გრიფი „საიდუმლო“, მიეკუთვნება მონაცემი, რომლის გავრცელებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს თავდაცვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, სამოქალაქო უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვის, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს და ამ კანონის მე-6 მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა ინტერესებს ან/და რომლის გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების მონაწილე ქვეყნისა თუ ორგანიზაციის ინტერესებს.
სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

article  9

7. ინფორმაციას, რომელსაც ენიჭება საიდუმლოობის გრიფი „შეზღუდული სარგებლობისათვის“, მიეკუთვნება მონაცემი, რომლის გავრცელებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს საქართველოს თავდაცვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, სამოქალაქო უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვის, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებზე ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების მონაწილე ქვეყნისა თუ ორგანიზაციის ინტერესებსა და საქმიანობაზე.
8. თუ საიდუმლოობის გრიფის უშუალოდ ინფორმაციის მატერიალურ შემცველზე აღნიშვნა შეუძლებელია, იგი თანდართულ დოკუმენტში მიეთითება.
9. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხის შეცვლის შემთხვევაში, ინფორმაციის დასაიდუმლოების დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ან ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში ინფორმაციის დამსაიდუმლოებელი უფლებამოსილი პირი ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისად საიდუმლოობის გრიფის შეცვლა ან ინფორმაციის განსაიდუმლოება.
სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

article  9

სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხი და საიდუმლოობის გრიფი.
1. სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაციის დასაიდუმლოება ხდება მისთვის შესაბამისი საიდუმლოობის გრიფის მინიჭებით.
2. საიდუმლოობის გრიფი სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის აუცილებელი რეკვიზიტია. იგი უნდა ადასტურებდეს ამ ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხს, უნდა მიუთითებდეს ინფორმაციის დასაიდუმლოების ვადას და უფლებამოსილ პირს, რომელმაც ეს გრიფი აღნიშნა.
3. საიდუმლოობის ხარისხის გათვალისწინებით დადგენილია შემდეგი საიდუმლოობის გრიფები:
    ა) „განსაკუთრებული მნიშვნელობის“ (მასთან გათანაბრებულია TOP SECRET);
    ბ) „სრულიად საიდუმლო“ (მასთან გათანაბრებულია SECRET);
    გ) „საიდუმლო“ (მასთან გათანაბრებულია CONFIDENTIAL);
    დ) „შეზღუდული სარგებლობისათვის“ (მასთან გათანაბრებულია RESTRICTED).
4. ინფორმაციას, რომელსაც ენიჭება საიდუმლოობის გრიფი „განსაკუთრებული მნიშვნელობის“, მიეკუთვნება მონაცემი, რომლის გავრცელებამ ან დაკარგვამ შეიძლება არსებითად იმოქმედოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებზე ქვეყნის თავდაცვის, ეკონომიკის, სახელმწიფო უსაფრთხოების, სამოქალაქო უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვის და პოლიტიკის სფეროებში ან/და გამოიწვიოს განსაკუთრებით მძიმე შედეგები საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების მონაწილე ქვეყნისათვის თუ ორგანიზაციისათვის.