Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი article 81 არასრულწლოვანთა განცალკევებით მოთავსება. 1. ერთმანეთისგან განცალკევებით უნდა მოთავსდნენ: ა) ბრალდებული და მსჯავრდებული არასრულწლოვნები; ბ) მდედრობითი სქესის და მამრობითი სქესის არასრულწლოვნები. 2. დაუშვებელია არასრულწლოვნის სრულწლოვანთან ერთად მოთავსება ან ტრანსპორტირება, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. # 3. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში არასრულწლოვანთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად ისინი უნდა განთავსდნენ ასაკობრივი ჯგუფის, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ფიზიკური და გონებრივი განვითარების, აგრეთვე არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე სხვა მახასიათებლების მიხედვით. 4. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესის მიუხედავად, სარეაბილიტაციო, საგანმანათლებლო, სპორტულ და სხვა ღონისძიებებში სხვადასხვა სქესის არასრულწლოვნები შეიძლება ერთად მონაწილეობდნენ. 5. მდედრობითი სქესის არასრულწლოვანი მსჯავრდებული თავსდება ქალთა სპეციალური დაწესებულების არასრულწლოვანთა განყოფილებაში და მასზე ვრცელდება არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისათვის დადგენილი ნორმები. |