FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 6

შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ

article  2

ტერმინთა განმარტება. ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
    ა) ახალი შენობა − შენობა, რომლის მშენებლობის ნებართვის მისაღებად განცხადება წარდგენილი იქნება 2022 წლის 30 ივნისის შემდეგ;
    ბ) გათბობის ქვაბი − წვის კამერისა და ქვაბის კომბინირებული კორპუსი, რომელიც წვის შედეგად გამოყოფილ სითბოს სითხეს გადასცემს;
    გ) განახლებადი წყაროებიდან მიღებულ ენერგიაზე მომუშავე ენერგომომარაგების დეცენტრალიზებული სისტემები − მოწყობილობები, რომლებიც საჭიროა განახლებადი წყაროებიდან ენერგიის მისაღებად და მის შესანახად  და განლაგებულია იმ შენობებში, რომლებსაც ისინი ემსახურება,  ან ამ შენობებთან ახლოს;
    დ) განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგია − ენერგია, რომელიც მიღებულია არაწიაღისეული, განახლებადი წყაროებიდან, კერძოდ: ქარის, მზის, აეროთერმული, გეოთერმული, ჰიდროთერმული, ზღვის ტალღების ენერგია, ჰიდროენერგია, განახლებადი ბიომასის ენერგია, ნაგავსაყრელებიდან და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობებიდან მიღებული გაზისა და ბიოგაზის ენერგია;
    ე) დამოუკიდებელი ექსპერტი − სერტიფიცირებული ფიზიკური პირი ან აკრედიტებული იურიდიული პირი, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს შენობის ენერგოეფექტურობის სერტიფიცირება ან შენობაში გათბობის ან/და გაგრილების და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირება;
შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ

article  2

ვ) ევროპული სტანდარტი − სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის, ელექტროტექნიკური სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის ან ევროპის ტელეკომუნიკაციის სტანდარტიზაციის ინსტიტუტის სტანდარტი, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებულია სტანდარტების რეესტრში;
    ზ) ენერგეტიკული გაერთიანება − ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია 2005 წლის ოქტომბერში ხელმოწერილი ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების საფუძველზე;
    თ) ენერგოეფექტურობის კლასი − შენობის ენერგოეფექტურობის აღმნიშვნელი, ადვილად აღსაქმელი საზომი, რომელიც გამოხატულია ლათინური ანბანის ასოებით ­− „A“-დან „G“-ის ჩათვლით; ი)  ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი − შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტურობის ამსახველი დოკუმენტი, რომელიც გაცემულია დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ;
    კ) ეფექტური ნომინალური სიმძლავრე − თბოწარმოქმნის მაქსიმალური სიმძლავრე, რომელიც გამოხატულია კვტ-ით და რომლის მიწოდება უწყვეტი მუშაობისას მწარმოებლის მიერ განსაზღვრული და გარანტირებულია მის მიერვე მითითებული ეფექტურობის რეჟიმის დაცვის პირობებში;
    ლ) ვენტილაციის სისტემა − კომპონენტების ერთობლიობა, რომლებიც საჭიროა შენობის შიდა ჰაერის დამუშავებისა და ჰაერცვლისთვის;
შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ

article  2

მ) თბური ტუმბო − მექანიზმი, დანადგარი ან მოწყობილობა, რომელიც ბუნებრივი გარემოდან, კერძოდ, წყლიდან, ჰაერიდან ან ნიადაგიდან, შენობებს ან სამრეწველო მოწყობილობებს გადასცემს სითბოს ბუნებრივი ნაკადის ისე შეცვლით, რომ იგი დაბალი ტემპერატურიდან მაღალი ტემპერატურისკენ მიედინება. რევერსულ თბურ ტუმბოს შეუძლია აგრეთვე სითბოს შენობიდან გარეთ, ბუნებრივ გარემოში გატანა;
    ნ) თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობა − შენობა, რომელსაც აქვს ძალიან მაღალი ენერგოეფექტურობა და ენერგიაზე თითქმის ნულოვანი ან ძალიან მცირე მოთხოვნილება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი იმავე ადგილზე ან ახლო ტერიტორიაზე წარმოებული, განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიით კმაყოფილდება;
    ო) კოგენერაცია − ელექტროენერგიისა და თბური ენერგიის ერთდროული გამომუშავების (წარმოების) პროცესი;
    პ) მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია − ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აქვს ამ კანონის ან/და „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტით/აქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი შემდეგი მნიშვნელობა: პ.ა) შენობის გარსის ზედაპირის 25%-ზე მეტის რეკონსტრუქცია;
შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ

article  2

პ.ბ) შენობის გარსის ან ტექნიკური სისტემების ისეთი განახლება, რომლის ღირებულება აღემატება შენობის ღირებულების (არ მოიცავს იმ მიწის ღირებულებას, რომელზედაც ეს შენობაა განთავსებული) 25%-ს;
    ჟ) პირველადი ენერგია − განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგია ან არაგანახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგია, რომელიც არ არის მიღებული გარდაქმნის ან ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადაყვანის შედეგად;
    რ) სამინისტრო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
    ს) სასარგებლო ფართობი − შენობის ან შენობის ნაწილის ფართობი, სადაც ენერგია შიდა კლიმატის შესაქმნელად გამოიყენება;
    ტ) შენობა − მთლიანი ნაგებობა (შენობის გარსის, მზიდი კონსტრუქციისა და საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების ჩათვლით), სადაც ენერგია შიდა კლიმატის შესაქმნელად, ცხელი წყლით მომარაგებისთვის და განათებისა და შენობის გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა პირობების/მომსახურებების უზრუნველსაყოფად გამოიყენება;
    უ) შენობის გარსი − შენობის ინტეგრირებული ნაწილების ერთობლიობა, რომლებიც შენობის შიდა სივრცეს შენობის გარეთ არსებული გარემოსგან აცალკევებს;
    ფ) შენობის ელემენტი − შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემა ან შენობის გარსის ნაწილი;
შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ

article  2

ქ) შენობის ენერგოეფექტურობა − შენობის დანიშნულებით გამოყენებისთვის საჭირო ენერგიაზე მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის საჭირო ენერგიის გამოთვლილი ან გაზომილი რაოდენობა, რომელიც მოიცავს გათბობისთვის, გაგრილებისთვის, ვენტილაციისთვის, წყლის გაცხელებისა და განათებისთვის მოხმარებულ და სხვა ენერგიას;
    ღ) შენობის ნაწილი − შენობის სექცია, სართული ან ბინა, რომელიც შექმნილია ან გადაკეთებულია ცალკე გამოყენებისთვის;
    ყ) შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემები − ტექნიკური მოწყობილობები, რომლებიც საჭიროა შენობის ან შენობის ნაწილის გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის, წყლის გაცხელების, განათების ან მათი კომბინაციის უზრუნველყოფისთვის;
შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ

article  2

შ) შენობის ჯამური ენერგოეფექტურობა − შენობის დანიშნულებით გამოყენებისთვის საჭირო პირველადი ენერგიის გამოთვლილი რაოდენობა, რომელიც მოიცავს გათბობისთვის, გაგრილებისთვის, ვენტილაციისთვის, წყლის გაცხელებისა და განათებისთვის მოხმარებულ და სხვა ენერგიას;
    ჩ) ცენტრალური გათბობა ან ცენტრალური გაგრილება − ერთიანი ქსელით ცენტრალური წყაროდან თბური ენერგიის რამდენიმე შენობისთვის ან ადგილისთვის მიწოდება ორთქლის, ცხელი წყლის ან გაცივებული სითხის საშუალებით, სივრცის ან გათბობის ან გაგრილების პროცესის გამოსაყენებლად;
    ც) ხარჯოპტიმალური დონე − ენერგოეფექტურობის დონე, რომელიც შენობის ექსპლუატაციის პერიოდში ყველაზე დაბალ დანახარჯებს განაპირობებს;
    ძ) ჰაერის კონდიცირების სისტემა − იმ კომპონენტების ერთობლიობა, რომლებიც საჭიროა შენობის შიდა ჰაერის დასამუშავებლად მისაწოდებელი ჰაერის ტემპერატურის რეგულირებისთვის, ვენტილაციის (ჰაერცვლის) დონის, ტენიანობისა და ჰაერის ფილტრაციის მართვასთან შესაძლო კომბინაციით;