FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

article  170

შეღავათები სამედიცინო, განათლების, კულტურის, სპორტისა და სოციალურ სფეროებში.
1. დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულია:
    ა) სტაციონარული/ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება/ მკურნალობის მომსახურება, აგრეთვე მათთან უშუალოდ დაკავშირებული ან/და დამხმარე მომსახურების გაწევა/საქონლის მიწოდება იმ პირის მიერ, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვს სამედიცინო საქმიანობის უფლება;
    ბ) სამედიცინო მომსახურების გაწევა იმ პირის მიერ, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვს სამედიცინო ან/და პარასამედიცინო საქმიანობის უფლება;
    გ) კბილის ტექნიკოსის მიერ პროფესიული საქმიანობის ფარგლებში მომსახურების გაწევა, აგრეთვე სტომატოლოგის ან/და კბილის ტექნიკოსის მიერ კბილის პროთეზირების მომსახურების გაწევა;
    დ) ავადმყოფისთვის ან დაშავებული პირისთვის ტრანსპორტირების მომსახურების გაწევა სპეციალურად ამ მიზნისთვის შექმნილი სატრანსპორტო საშუალებით;
    ე) საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განათლების მომსახურების გაწევა, აგრეთვე მასთან უშუალოდ დაკავშირებული ან/და დამხმარე მომსახურების გაწევა/საქონლის მიწოდება;
    ვ) კერძო მასწავლებლის მიერ სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლების მომსახურებების გაწევა, რომლებიც საგანმანათლებლო დაწესებულების მეშვეობით ხორციელდება;
საქართველოს საგადასახადო კოდექსი

article  170

ზ) 18 წლამდე ასაკის ფიზიკური პირისთვის სახელოვნებო და სასპორტო სწავლების მომსახურების გაწევა, აგრეთვე ორგანიზაციის მიერ სასპორტო ან/და ფიზიკურ აღზრდასთან/განათლებასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევა იმ პირისთვის, რომელიც აღნიშნულ საქმიანობას ახორციელებს;
    თ) საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული მოსახლეობის სოციალურ უზრუნველყოფასთან (მათ შორის, სააღმზრდელო დაწესებულებაში, ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში ბავშვთა მოვლა-პატრონობის მომსახურების გაწევა, ავადმყოფთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ან/და 60 წელზე მეტი ასაკის პირთა მოვლა-პატრონობის მომსახურების გაწევა, ხანდაზმულთა თავშესაფრისთვის საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა);
    ი) ბავშვისა და მოზარდის უფლებების დაცვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევა ან/და საქონლის მიწოდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ;
    კ) ორგანიზაციის მიერ მისი საქმიანობის მიზნიდან გამომდინარე, საკუთარი წევრებისთვის დადგენილი საწევროების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა და მასთან უშუალოდ დაკავშირებული საქონლის მიწოდება;
საქართველოს საგადასახადო კოდექსი

article  170

ლ) საქართველოს კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ან/და საკულტო-რელიგიური დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარესტავრაციო, სარეაბილიტაციო, საპროექტო და კვლევითი სამუშაოების შესრულება;
    მ) რელიგიური ორგანიზაციის მიერ ამ ნაწილის „ა“, „ე“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საქმიანობის განხორციელების მიზნით პერსონალით უზრუნველყოფის მომსახურების გაწევა;
    ნ) იმ ორგანიზაციის მიერ მომსახურების გაწევა/საქონლის მიწოდება, რომლის საქმიანობა გათავისუფლებულია ამ ნაწილის „ა“, „ე“ და „ზ“–„ლ“ ქვეპუნქტებიდან რომელიმე ქვეპუნქტის საფუძველზე, მხოლოდ საკუთარი საქმიანობის მიზნით სახსრების მოზიდვისთვის ორგანიზებული ღონისძიებების ფარგლებში;
    ო) სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული უნივერსალური საფოსტო მომსახურება, გარდა მგზავრის გადაყვანის/ტრანსპორტირების მომსახურებისა და მასთან დაკავშირებით საქონლის მიწოდებისა. უნივერსალური საფოსტო მომსახურებების ნუსხა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით;
საქართველოს საგადასახადო კოდექსი

article  170

პ) სახელმწიფოს დანიშნული საფოსტო ოპერატორის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ეროვნული საფოსტო საგადახდო ნიშნის (საფოსტო მარკის) ნომინალური ღირებულებით მიწოდება;
    ჟ) დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო მომსახურების (მათ შორის, ავტოტრანსპორტით მომსახურების) გაწევა;
    რ) დიაბეტური პურის მიწოდება, რომელიც მიწოდებისას მარკირებულია ასეთად;
    ს) საქართველოს საპატრიარქოს მიერ ჯვრის, სანთლის, ხატის, წიგნის, კალენდრისა და სხვა საღვთისმსახურო საგნის მიწოდება, რომლებიც მხოლოდ რელიგიური მიზნით გამოიყენება;
    ტ) ტაძრის ან საეკლესიო ნაგებობის რესტავრაცია ან/და მოხატვა.
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათების გამოყენების წესი და კრიტერიუმები.