FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

article  36

დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი.
1. დამუშავებაზე უფლებამოსილმა პირმა მონაცემები შეიძლება დაამუშაოს მხოლოდ სამართლებრივი აქტის ან დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირთან დადებული წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, რომლითაც უნდა განისაზღვროს მონაცემთა დამუშავების საფუძვლები და მიზნები, დასამუშავებელ მონაცემთა კატეგორიები, მონაცემთა დამუშავების ვადა და დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისა და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის უფლებები და ვალდებულებები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეთანხმება აგრეთვე უნდა შეიცავდეს დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის შემდეგ ვალდებულებებს:
    ა) დაამუშაოს მონაცემები მხოლოდ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის წერილობითი დავალების ან მითითების შესაბამისად;
    ბ) უზრუნველყოს, რომ იმ ფიზიკურ პირს, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს მონაცემთა დამუშავებაში, ჰქონდეს კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება;
    გ) უზრუნველყოს მონაცემთა უსაფრთხოება ამ კანონის შესაბამისად;
    დ) წაშალოს ან დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს გადასცეს მონაცემები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების გაუქმების ან მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე წაშალოს მათი ასლები, თუ მათი შენახვის ვალდებულება საქართველოს კანონმდებლობით არ არის დადგენილი;
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

article  36

ე) ამ კანონით დადგენილ ვალდებულებებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია და ხელი შეუწყოს მის მიერ მონაცემთა დამუშავების მონიტორინგის განხორციელებას.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტი ან დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირთან დადებული წერილობითი შეთანხმება მონაცემთა უსაფრთხოებისა და სუბიექტის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით შეიძლება ითვალისწინებდეს დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის დახმარების გაწევის ვალდებულებას.
4. დაუშვებელია დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ შეთანხმებით ან სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მიზნებისგან განსხვავებული მიზნით მონაცემთა შემდგომი დამუშავება.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

article  36

5. დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით მონაცემთა დამუშავება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და კანონის მოთხოვნების დასაცავად უზრუნველყოფს შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომების მიღებას. დაუშვებელია მონაცემთა დამუშავების შესახებ შეთანხმების დადება, თუ, დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის საქმიანობიდან ან/და მიზნებიდან გამომდინარე, არსებობს მონაცემთა არამიზნობრივი დამუშავების ან მონაცემთა სუბიექტის უფლებების შელახვის მაღალი საფრთხე.
6. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს წინასწარ მოსთხოვოს ინფორმაცია მონაცემთა კანონის შესაბამისად დამუშავების შესახებ და მონიტორინგი გაუწიოს დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავებას.
7. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაუშვებელია, დამუშავებაზე უფლებამოსილმა პირმა თავისი უფლება-მოვალეობები სრულად ან ნაწილობრივ გადასცეს სხვა პირს დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის თანხმობა დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს არ ათავისუფლებს შესაბამისი ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობისგან.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

article  36

8. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამუშავებაზე უფლებამოსილ პირსა და დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს შორის მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული დავის წარმოშობის შემთხვევაში დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მონაცემთა დამუშავება და დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს სრულად გადასცეს მის ხელთ არსებული მონაცემები.
9. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტის (ან შესაბამისი ნორმის) ან წერილობითი შეთანხმების გაუქმების ან მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში მონაცემთა დამუშავება უნდა შეწყდეს და დამუშავებული მონაცემები დაუყოვნებლივ და სრულად უნდა გადაეცეს დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს.
10. დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მიიღოს სათანადო ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები, რათა დაეხმაროს დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მის მიერ მონაცემთა სუბიექტის უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებაში.