Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 39 სპეციალიზებული დეპოზიტარის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები. 1. სპეციალიზებულ დეპოზიტარს საინვესტიციო ფონდისთვის დეპოზიტარული მომსახურების გაწევის უფლებამოსილება შეუწყდება: ა) სპეციალიზებულ დეპოზიტართან დადებული დეპოზიტარული მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტისას ამ ხელშეკრულების პირობებისა და მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) ამ კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, გარდა იმავე პირის სპეციალიზებულ დეპოზიტარად ხელახალი დანიშვნის შემთხვევისა; გ) მისთვის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისას; დ) მის მიმართ ლიკვიდაციის ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებისას; ე) ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საზედამხედველო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. 2. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სპეციალიზებულ დეპოზიტარს შეუწყვიტოს ერთი ან რამდენიმე საინვესტიციო ფონდისთვის დეპოზიტარული მომსახურების გაწევის უფლებამოსილება, თუ სპეციალიზებული დეპოზიტარი არღვევს ამ კანონით, საფინანსო სექტორის მარეგულირებელი სხვა კანონებით, მათ საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტებით ან მითითებით დადგენილ მოთხოვნებს ან აშკარა საფრთხეს უქმნის საინვესტიციო ფონდს ან მის ინვესტორებს. |
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 39 3. სპეციალიზებული დეპოზიტარისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში იგი ვალდებულია საქმიანობა განაგრძოს ახალი სპეციალიზებული დეპოზიტარის დანიშვნამდე. სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ გაწეული დეპოზიტარული მომსახურება ანაზღაურდება მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტამდე მოქმედი დეპოზიტარული მომსახურების ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. 4. ავტორიზებული საინვესტიციო ფონდისთვის ახალი სპეციალიზებული დეპოზიტარის დანიშვნა საჭიროებს საზედამხედველო ორგანოს წინასწარ თანხმობას. თუ 1 თვის განმავლობაში ახალი სპეციალიზებული დეპოზიტარი არ დაინიშნა, საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია საინვესტიციო ფონდს გაუუქმოს ავტორიზაცია. |