Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
ნავთობისა და გაზის შესახებ article 81 სააგენტოს ფუნქციები. 1. სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია: ა) შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან კონსულტაციების შემდეგ ფართობის შერჩევა ინვესტორებისთვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების ან/და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განხორციელების შესათავაზებლად; ფართობის შეთავაზების ფორმის (ტენდერი ან აუქციონი) და ხელშეკრულების ფორმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება; ბ) ტენდერის პირობებისა და აუქციონის წესების შემუშავება, რომელთა მიხედვითაც გამოვლინდება გამარჯვებული ინვესტორებისთვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების ან/და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განსახორციელებლად შეთავაზებულ ფართობზე; გ) ტენდერებისა და აუქციონების ორგანიზება, ჩატარება და გამარჯვებულის გამოვლენა ინვესტორებისთვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების ან/და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განსახორციელებლად შეთავაზებულ ფართობზე; დ) ყველა ხელშეკრულების მომზადება, მოლაპარაკების წარმოება და ხელშეკრულების ხელმოწერა სახელმწიფოს სახელით. ხელშეკრულების მომზადებისას და მოლაპარაკების წარმოებისას სააგენტოს უფლება აქვს მოითხოვოს და აუცილებლად მიიღოს დახმარება ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულებისაგან, სახელმწიფო საწარმოსა და ორგანიზაციისაგან; |
ნავთობისა და გაზის შესახებ article 81 ე) სახელმწიფოს სახელით ინვესტორისთვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების ან/და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განსახორციელებლად საჭირო ლიცენზიების გაცემა; ყველა საჭირო უფლებამოსილების, მინაკუთვნის, ნებართვის, სერტიფიკატის დამტკიცება და გაცემა ან გაცემის გარანტიის მიცემა. სააგენტოს მიმართვის შემთხვევაში ყველა სახელმწიფო დაწესებულება, სახელმწიფო საწარმო და ორგანიზაცია ვალდებულია მოამზადოს და მას გადასცეს მოთხოვნილი დოკუმენტები; ვ) ამ კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებით და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით განსაზღვრული პირობების შესრულებისა და საქმიანობის ზედამხედველობა და კონტროლი; ხელშეკრულებითა და ლიცენზიით გათვალისწინებული მოვალეობების შესასრულებლად ინვესტორისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფა; ზ) საქართველოში ნავთობისა და გაზის რესურსებთან, ბუნებრივი წყალბადის რესურსებთან, ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან ან/და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციებთან დაკავშირებული ყველა მონაცემისა და ინფორმაციის ცენტრალური საინფორმაციო ბანკის შექმნა და მართვა (მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია, ანალიზი და შენახვა); |
ნავთობისა და გაზის შესახებ article 81 თ) საბაზრო ეკონომიკის პრინციპებისა და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით ნორმატიული აქტების გამოცემა არადისკრიმინაციული სამართლებრივი გარემოს შესაქმნელად და ნავთობისა და გაზის ოპერაციების ან/და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების ეფექტიანად განსახორციელებლად; ი) ხელშეკრულებებით განსაზღვრული ყველა საოპერაციო და კომერციული მოვალეობის (მარეგულირებელი ფუნქციების გარდა) ნავთობის ეროვნული კომპანიისათვის გადაცემა, სანამ საქართველოს სახელმწიფო ან/და სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმო ფლობს მისი წილის (აქციების) 50%-ზე მეტს; ნავთობის ეროვნული კომპანიისათვის გადაცემული, ხელშეკრულებებით განსაზღვრული ყველა საოპერაციო და კომერციული მოვალეობის შესრულების კონტროლი; კ) (ამოღებულია); ლ) სახელმწიფოს სახელით ნავთობის გადამუშავების, ბუნებრივი გაზის დამუშავების, ნავთობის ტრანსპორტირების ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიის (საქმიანობის ლიცენზია) გაცემა; ყველა საჭირო ნებართვის გაცემა და ფონდის დამტკიცება; |
ნავთობისა და გაზის შესახებ article 81 მ) საქმიანობის ლიცენზიის პირობების შესრულებისა და ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ტრანსპორტირების საქმიანობის ზედამხედველობა და კონტროლი; საქმიანობის ლიცენზიით გათვალისწინებული მოვალეობების შესასრულებლად საქმიანობის ლიცენზიის მფლობელისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფა; ნ) ნავთობის გადამუშავებისა და გაზის დამუშავების ზედამხედველობა გარემოსდაცვითი უსაფრთხოებისა და ნავთობგაზპროდუქტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით; ო) საჭიროების შემთხვევაში ლაბორატორიის შექმნა და მართვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; პ) ნავთობის გადამუშავებასთან, გაზის დამუშავებასთან და ტრანსპორტირების საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა მონაცემისა და ინფორმაციის ცენტრალური საინფორმაციო ბანკის შექმნა და მართვა (მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია, ანალიზი და შენახვა); ჟ) სახელმწიფო ინტერესების, პოლიტიკისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპების გათვალისწინებით, ნორმატიული აქტების გამოცემა ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ტრანსპორტირების საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების მიზნით; რ) ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების სტანდარტების შემუშავებაში, შეცვლასა და დამტკიცებაში მონაწილეობა; ს) ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების ტარიფის დადგენა; |
ნავთობისა და გაზის შესახებ article 81 ტ) ამ კანონით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების ან საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების პროცესში ნავთობისა და გაზის ან ნედლეულის შეგროვების, მომზადების, შენახვის ან ტრანსპორტირების დროს არსებული ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობების დამტკიცება; უ) სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვების რეგულირება და მონიტორინგი და ამ კანონის 25-12 მუხლის შესაბამისად სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვებასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებისას სააგენტო იცავს საჯაროობის პრინციპს; ტენდერებისა და აუქციონების პირობების შემუშავების პროცესში აწყობს მათ საჯარო განხილვას და ამ პირობებს ამტკიცებს საჯარო განხილვის შემდეგ. |