FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

article  3

მიკრობანკის საქმიანობა.
1. მიკრობანკის ბიზნესმოდელი ეფუძნება სამეწარმეო საქმიანობიდან (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან) შემოსავლის მიმღები პირების დაკრედიტებას. კერძოდ, მიკრობანკის საკრედიტო პორტფელის არანაკლებ 70 პროცენტისა უნდა შედგებოდეს სამეწარმეო მიზნით გაცემული სესხებისგან ან/და იმ სესხებისგან, რომელთა დაფარვის წყაროც სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალია.
2. ამ კანონის მიზნებისთვის სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი სესხების დაფარვის წყაროდ მიიჩნევა იმ შემთხვევაში, თუ ეს შემოსავალი მსესხებლის ჯამური შემოსავლის 50 პროცენტზე მეტია.
3. მიკრობანკი უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ შემდეგი საბანკო საქმიანობები:
    ა) სესხების, გარანტიების, აკრედიტივებისა და ლიზინგის გაცემა, ფაქტორინგული ოპერაციების განხორციელება ამ კანონით დადგენილი ლიმიტის ფარგლებში;
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

article  3

ბ) პროცენტიანი და უპროცენტო მოთხოვნამდე და ვადიანი დეპოზიტების მოზიდვა მხოლოდ „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ზღვრის ფარგლებში და ზღვრის ზემოთ, მიმდინარე ანგარიშების მომსახურება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლიკვიდურობის მოთხოვნების დაცვით, სხვა დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვა პირებისგან, მათ შორის, ფიზიკური პირებისგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისგან), ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად;
    გ) საკორესპონდენტო ანგარიშების გახსნა და მომსახურება;
    დ) ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციების განხორციელება და საკასო-საინკასაციო მომსახურების გაწევა;
    ე) საგადახდო ბარათების გამოშვება და მათი მიმოქცევის ორგანიზება;
    ვ) საგადახდო მომსახურების გაწევა, საგადახდო სისტემის ოპერირება, ანგარიშსწორების აგენტის ფუნქციების შესრულება;
    ზ) უპროცენტო საბანკო მომსახურების გაწევა;
    თ) დერივატივის დადება, საკუთარი სახსრებით ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული საქმიანობის განხორციელება საბროკერო საქმიანობის ლიცენზიას საჭიროებს;
    ი) საკუთარი და თავის კლიენტთა სახსრებით უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვა;
    კ) ფასეულობათა შენახვა;
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

article  3

5. მიკრობანკი უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობების გარდა, საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობით დამატებით განახორციელოს საბროკერო კომპანიისთვის ნებადართული საქმიანობა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ამ პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის გაცემისა და გაუქმების წესსა და პირობებს ნორმატიული აქტით ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი.
6. მიკრობანკის მიერ ფიზიკური პირებისგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისგან) დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვის შემთხვევაში თითოეული ფიზიკური პირისგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისგან) მოზიდული ფულადი სახსრების ოდენობა არ უნდა იყოს 100 000 (ასი ათას) ლარზე ან უცხოური ვალუტით მის ეკვივალენტზე ნაკლები. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებასა და მიკრობანკის აქციონერის/დამფუძნებლის მიერ მიკრობანკზე სესხის გაცემაზე ან მის კაპიტალში შენატანის განხორციელებაზე. 100 000 (ასი ათას) ლარზე მეტი ოდენობის დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვა შესაძლებელია მხოლოდ საზედამხედველო კაპიტალთან შეფარდებით, შესაბამისი ზღვრის ფარგლებში, რომელიც განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით.
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

article  3

ლ) ქონების იჯარით გაცემა მხოლოდ ამ მუხლით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად;
    მ) ამ მუხლით გათვალისწინებულ თითოეულ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მომსახურებების გაწევა;
    ნ) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად სხვა პირის სასარგებლოდ ვირტუალური აქტივის მომსახურების გაწევა, კერძოდ, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგადაცვლა (მათ შორის, თვითმომსახურების კიოსკის მეშვეობით) ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში სხვა ვირტუალურ აქტივში ან ფინანსურ ინსტრუმენტში, გადაცემა ან/და კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ან მისი გამოყენებისთვის საჭირო ინსტრუმენტის შენახვა, რაც ვირტუალური აქტივის კონტროლის საშუალებას იძლევა, და აღნიშნული მომსახურების გაწევისთვის აუცილებელი დამხმარე საქმიანობა.
4. მიკრობანკმა სესხი მხოლოდ ეროვნული ვალუტით უნდა გასცეს.