FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 7

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

article  201

საგადახდო ინსტრუმენტის მიღება და ქო-ბეჯინგი.
1. საგადახდო მომსახურების პროვაიდერს არ აქვს უფლება, მიმღებს დაუწესოს ისეთი შეზღუდვა, რომელიც მიმღებს კონკრეტულ საგადახდო ინსტრუმენტზე უკრძალავს გადამხდელისთვის საკომისიოს დაწესების ან/და მისთვის ფასდაკლების/ფასდათმობის შეთავაზების უფლებას. დაწესებული საკომისიო არ უნდა აღემატებოდეს კონკრეტული საგადახდო ინსტრუმენტის გამოყენებით მიმღებისთვის წარმოშობილ პირდაპირ ხარჯს. მიმღების პროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს მიმღების მიერ ამ პუნქტით განსაზღვრული დებულებების დაცვა. კონკურენციისა და ეფექტიანი საგადახდო ინსტრუმენტების წასახალისებლად საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია აკრძალოს ან შეზღუდოს მიმღების უფლება, მოითხოვოს საკომისიო.
2. საგადახდო მომსახურების პროვაიდერსა და მიმღებს არ აქვთ უფლება, უარი განაცხადონ საგადახდო ინსტრუმენტის მიღებაზე ემიტენტის ან/და მომხმარებლის მიხედვით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით ან/და საგადახდო ინსტრუმენტის სპეციფიკიდან, ფინანსური სტაბილურობის ან უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა.
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

article  201

3. მიმღები, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გადამხდელს უდგენს საკომისიოს, ვალდებულია აღნიშნულის შესახებ მომხმარებელს შეატყობინოს ნათელი და გასაგები ფორმით. მიმღებმა აღნიშნული ინფორმაცია თვალსაჩინოდ უნდა განათავსოს სავაჭრო/მომსახურების ობიექტის შესასვლელში და სალაროსთან. დისტანციური გაყიდვების შემთხვევაში აღნიშნული ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს მიმღების ვებგვერდზე ან სხვა შესაბამის ელექტრონულ ან მობილურ მატარებელზე და გადამხდელსა და მიმღებს შორის გარიგების დადებამდე გონივრულ ვადაში უნდა მიეწოდოს მომხმარებელს.
4. საგადახდო მომსახურების პროვაიდერს არ აქვს უფლება, დააწესოს ისეთი შეზღუდვა, რომელიც მიმღებს უკრძალავს, მომხმარებელს მიუთითოს მიმღებისთვის სასურველი ინსტრუმენტის გამოყენებაზე. საგადახდო მომსახურების პროვაიდერს აგრეთვე არ აქვს უფლება, დააწესოს ისეთი შეზღუდვა, რომელიც მიმღებს არ აძლევს საშუალებას, კონკრეტული საგადახდო სქემის ინსტრუმენტი განსაზღვროს თავისთვის სხვა საგადახდო ინსტრუმენტებზე მეტად ან ნაკლებად პრიორიტეტულად.
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

article  201

5. საგადახდო მომსახურების პროვაიდერს არ აქვს უფლება, დააწესოს ისეთი შეზღუდვა, რომელიც მიმღებს უკრძალავს, გადამხდელს მიაწოდოს ინფორმაცია ურთიერთგაცვლის საკომისიოს და სავაჭრო/მომსახურების ობიექტის საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებული საკომისიოს შესახებ.
6. ექვაირინგის განმახორციელებელ საგადახდო მომსახურების პროვაიდერსა და მიმღებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება არ შეიძლება ითვალისწინებდეს ისეთ პირობას, რომელიც არაობიექტურ, არაპროპორციულ და დისკრიმინაციულ მდგომარეობას შექმნის ცალკეული გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის.
7. დაუშვებელია ისეთი პირობების არსებობა, რომლებიც საგადახდო მომსახურების პროვაიდერს შეუზღუდავს საგადახდო ინსტრუმენტზე ქო-ბეჯინგის უზრუნველყოფას ორი ან ორზე მეტი საგადახდო ბრენდის ან საგადახდო აპლიკაციის საშუალებით.
8. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მის მიერ გამოშვებული საგადახდო ინსტრუმენტი იყოს ელექტრონულად იდენტიფიცირებადი და ვიზუალურად იმგვარად გარჩევადი, რომ გადამხდელსა და მიმღებს ცალსახად შეეძლოთ გადამხდელის მიერ შერჩეული საგადახდო ინსტრუმენტის ბრენდისა და კატეგორიის გარჩევა.
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

article  201

9. მომხმარებელს უფლება აქვს, საგადახდო მომსახურების პროვაიდერს მოსთხოვოს საბარათე ინსტრუმენტზე ორი ან ორზე მეტი სხვადასხვა საგადახდო ბრენდის არსებობა, თუ ამ საგადახდო მომსახურების პროვაიდერს აქვს ასეთი მომსახურება. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე გონივრული ვადით ადრე მომხმარებელს მიაწოდოს ნათელი და ობიექტური ინფორმაცია მასთან ხელმისაწვდომი ყველა საგადახდო ბრენდის და მათი მახასიათებლების, მათ შორის, მათი ფუნქციონირების, უსაფრთხოებისა და მომხმარებლის ხარჯების, შესახებ.
10. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებული არ არის ქო-ბეჯინგით უზრუნველყოფილი საგადახდო ინსტრუმენტით განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს ან განხორციელებულ ოპერაციაზე საკომისიო გადაუხადოს იმ საგადახდო სქემას, რომლის ბრენდი არ იქნა გამოყენებული ოპერაციის შესრულებისას.
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

article  201

11. საგადახდო ინსტრუმენტზე ორი ან ორზე მეტი საგადახდო ბრენდის ან საგადახდო აპლიკაციის არსებობიდან გამომდინარე, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ გადახდის ოპერაციების სპეციფიკურ არხში ან/და პროცესში გადამისამართების ნებისმიერი პრინციპი ან ეკვივალენტური ზომა, აგრეთვე სხვა ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტები და მოთხოვნები უნდა იყოს არადისკრიმინაციული და გამოყენებული უნდა იყოს არადისკრიმინაციული ფორმით.
12. ქო-ბეჯინგით უზრუნველყოფილი საგადახდო ინსტრუმენტის გამოყენებისას საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს, აგრეთვე გადახდის ოპერაციის შესრულებაში ჩართულ ნებისმიერ მხარეს არ აქვთ უფლება, საგადახდო ინსტრუმენტზე ან სავაჭრო/მომსახურების ობიექტების მოწყობილობებზე გამოიყენონ ისეთი ავტომატური მექანიზმები, პროგრამული უზრუნველყოფა ან მოწყობილობები, რომლებიც ზღუდავს გადამხდელის ან მიმღების მიერ საგადახდო ბრენდის ან აპლიკაციის არჩევის შესაძლებლობას.
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

article  201

13. მიმღებები უფლებამოსილი არიან სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში არსებულ მოწყობილობებში ჰქონდეთ ისეთი ავტომატური მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს კონკრეტული საგადახდო ბრენდის ან საგადახდო აპლიკაციის პრიორიტეტულად არჩევის საშუალებას. აღნიშნულ შემთხვევაში გადამხდელს არ უნდა შეეზღუდოს მიმღების მიერ ავტომატურად შერჩეულ პრიორიტეტზე უარის თქმის უფლება იმ სხვა საგადახდო ინსტრუმენტის სასარგებლოდ, რომელსაც მიმღები აგრეთვე იღებს გადახდისთვის.
14. დაუშვებელია საგადახდო სქემის, აგრეთვე გადახდის ოპერაციაში მონაწილე ნებისმიერი მხარის, მათ შორის, ტექნიკური მომსახურების უზრუნველმყოფი მხარის, მიერ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებთან ისეთი ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც ხელს უშლის ამ მუხლით განსაზღვრული დებულებების შესრულებას.
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

article  201

მუხლი 20​-2. რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ კომერციულ ბანკში, მიკრობანკში გახსნილ ანგარიშზე წვდომა 1. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერს უფლება აქვს, გახსნას საგადახდო ანგარიში კომერციულ ბანკში, მიკრობანკში და ჰქონდეს ამ საგადახდო ანგარიშით მომსახურებაზე წვდომა ობიექტურ, არადისკრიმინაციულ და პროპორციულ საფუძველზე. წვდომა უნდა უზრუნველყოფდეს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ საგადახდო მომსახურებების შეუფერხებლად და ეფექტიანად განხორციელების საშუალებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ წვდომაზე უარის თქმის შემთხვევაში კომერციული ბანკი, მიკრობანკი ვალდებულია უარის თქმიდან არაუმეტეს 7 კალენდარული დღის განმავლობაში საქართველოს ეროვნულ ბანკს მიაწოდოს აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია და საფუძვლიანი დასაბუთება.