FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 6

თავდაცვის კოდექსი

article  72

წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის პირობები.
1. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელია მხოლოდ სამინისტროს სისტემაში.
2. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადებია:
    ა) საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისთვის − 6 თვე;
    ბ) საბრძოლო მხარდაჭერის ან საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისთვის − 8 თვე;
    გ) უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე, საშტაბო თანამდებობაზე ან წინასწარ განსაზღვრული სპეციალობის თანამდებობაზე სამსახურისთვის − 11 თვე.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამხედრო სამსახურის სახეებიდან (ვადებიდან) ერთ-ერთის თავისი შეხედულებისამებრ არჩევის უფლება აქვს:
    ა) ამ კოდექსის შესაბამისად წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლების მქონე პირს (გარდა ამ კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირისა), რომელმაც წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის სურვილი გამოთქვა;
    ბ) პირს, რომელმაც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად გამოძახებამდე გამოთქვა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის სურვილი;
თავდაცვის კოდექსი

article  72

გ) ამ კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს, რომელიც აღნიშნული ქვეპუნქტის შესაბამისად წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით ვერ სარგებლობს სრულად დისტანციური სწავლების ფორმით უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გამო.
4. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეული პირი სამინისტროს მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე შეიძლება გადაადგილდეს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შესაბამისი სახის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში:
    ა) საკუთარი სურვილით − თუ ეს არ იწვევს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადის შემცირებას;
    ბ) სამინისტროს გადაწყვეტილებით − 11-თვიანი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან 8-თვიან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში.
5. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურეს:
    ა) საწყისი საბრძოლო მომზადების დასრულების შემდეგ, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში, სურვილის შემთხვევაში ეძლევა ანაზღაურებადი შვებულება: ა.ა) წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის 6 თვის ვადით გავლის დროს − არაუმეტეს 10 კალენდარული დღისა;
თავდაცვის კოდექსი

article  72

ა.ბ) წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის 8 თვის ვადით გავლის დროს − არაუმეტეს 10 კალენდარული დღისა; ა.გ) წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის 11 თვის ვადით გავლის დროს − არაუმეტეს 15 კალენდარული დღისა;
    ბ) ოჯახური მდგომარეობის გამო ან სხვა საპატიო მიზეზის არსებობისას ეძლევა ანაზღაურებადი შვებულება არაუმეტეს 10 კალენდარული დღისა, მათ შორის, საწყისი საბრძოლო მომზადების პერიოდში.
6. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს გადის საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სახით, თავისი ინიციატივით, თვითნებურად ან ბრალეულობით კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში ჩაირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში, თუ კონტრაქტის შეწყვეტის მომენტისთვის მან იმსახურა 12 თვე, ხოლო ამ ვადის გაუსვლელობის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლას 6 ან 8 თვის ვადით.
7. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურის სამუშაო დროის ხანგრძლივობა და დასვენების დღეები (კვირაში არანაკლებ 2 დღისა) განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.
8. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურე სარგებლობს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ განსაზღვრული უქმე დღეებით.
თავდაცვის კოდექსი

article  72

9. ამ მუხლის მე-7 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული  დასვენების და უქმე დღეების გამოყენების უფლება იზღუდება, როდესაც სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს წვრთნაში/სწავლებაში, ასრულებს სადღეღამისო განწესს ან საბრძოლო მორიგეობას, გამოცხადებულია განსაკუთრებული რეჟიმი ან/და სამხედრო მოსამსახურეს დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით დასვენების უფლების შეზღუდვა აქვს დაკისრებული.
10. პირმა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური ამ კოდექსითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტით დადგენილი წესითა და პირობებით შეიძლება გაიაროს აგრეთვე საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სახით (მათ შორის, აქტიურ რეზერვში) და სამხედრო სასწავლებელში.
11. პირს, რომელიც გადის 11-თვიან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს, აღნიშნული ვადის განმავლობაში მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესით შეიძლება დროებით მიენიჭოს ერთ-ერთი შემდეგი სამხედრო წოდება:
    ა) ლეიტენანტი − თუ იგი დაინიშნა უმცროსი ოფიცრების შემადგენლობის საშტატო კატეგორიის უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე ან საშტაბო თანამდებობაზე და სამსახურის გავლის პერიოდში გაიარა უმცროსი ოფიცრების მომზადების შესაბამისი პროგრამა;
თავდაცვის კოდექსი

article  72

ბ) უმცროსი სერჟანტი ან სერჟანტი − თუ იგი დაინიშნა სერჟანტების შემადგენლობის საშტატო კატეგორიის უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე, საშტაბო თანამდებობაზე ან წინასწარ განსაზღვრული სპეციალობის თანამდებობაზე და სამსახურის გავლის პერიოდში გაიარა სერჟანტების შემადგენლობის შესაბამისი კურსი.
12. ამ მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე:
    ა) დროებით მინიჭებული სამხედრო წოდება არ გამოიყენება სახელმწიფო სპეციალურ წოდებასთან გათანაბრების მიზნით; ბ)  დროებით მინიჭებული სამხედრო წოდებით ნამსახურები ვადა ჩაითვლება რიგითის სამხედრო წოდებით ნამსახურებ სამხედრო სამსახურის სტაჟში.
13. პირი ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ უფლებას ვერ განახორციელებს, თუ:
    ა) იგი ვერ აკმაყოფილებს ამ კოდექსის 67-ე მუხლის 21-ე ნაწილით გათვალისწინებულ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის კრიტერიუმებს, გარდა ამ მუხლის მე-14 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევისა;
    ბ) იმ სახის წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, რომლის გავლის სურვილიც მან გამოთქვა, დაკომპლექტებულია.
თავდაცვის კოდექსი

article  72

14. თუ პირი ვერ დააკმაყოფილებს ამ კოდექსის 67-ე მუხლის 21-ე ნაწილით გათვალისწინებულ 11-თვიან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის კრიტერიუმებს ან იმ სახის წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, რომლის გავლის სურვილიც მან გამოთქვა, დაკომპლექტებულია, იგი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეული იქნება ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე დადგენილი რიგითობით ან საკუთარი სურვილით იქნება გაწვეული 8-თვიან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში.