Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
იარაღის შესახებ article 41 (ამოღებულია). მუხლი 5. თავდაცვის იარაღი თავდაცვის იარაღი არის სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული: ა) მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი (გარდა სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღისა); ბ) გაზის (აირის) იარაღი; გ) გაზის აეროზოლური მოწყობილობა; დ) ელექტროშოკური მოწყობილობა. მუხლი 6. სპორტული იარაღი 1. სპორტული იარაღი არის სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული: ა) სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი: ა.ა) სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი; ა.ბ) სპორტული გრძელი ცეცხლსასროლი იარაღი; ბ) სპორტული ცივი და ცივი სასროლი იარაღი; გ) სპორტული პნევმატური იარაღი: გ.ა) სპორტული მოკლე პნევმატური იარაღი; გ.ბ) სპორტული გრძელი პნევმატური იარაღი. 2. სპორტული ცეცხლსასროლი იარაღების ნუსხა/სია მტკიცდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით საქართველოს სპორტის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. 3. სპორტული პნევმატური იარაღების ნუსხა/სია შეიძლება დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით საქართველოს სპორტის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. |