Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 8
საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ article 2 ტერმინთა განმარტება. ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) არაკონცესიური საჯარო და კერძო თანამშრომლობა – საჯარო და კერძო თანამშრომლობა, რომლის დროსაც არაკონცესიური საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე კონტრაქტორი მის მიერ საჯარო მომსახურების გაწევის ან/და საჯარო ინფრასტრუქტურის მიწოდების სანაცვლოდ ანაზღაურებას იღებს საჯარო პარტნიორისგან და რომელიც იმავდროულად არ არის კონცესია ამ კანონის შესაბამისად; ბ) არაკონცესიური საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება − საჯარო პარტნიორსა და კონტრაქტორს შორის დადებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება არაკონცესიური საჯარო და კერძო თანამშრომლობის თაობაზე; გ) აფილირებული პირი: გ.ა) იურიდიული პირი, რომელშიც სხვა იურიდიული პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს წილის/აქციების 25 პროცენტს ან 25 პროცენტზე მეტს, ხმების უმრავლესობას ან სხვაგვარად შეუძლია იურიდიული პირის მართვის პოლიტიკის განსაზღვრა; გ.ბ) იურიდიული პირი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს სხვა იურიდიული პირის წილის/აქციების 25 პროცენტს ან 25 პროცენტზე მეტს, ხმების უმრავლესობას ან რომელსაც სხვაგვარად შეუძლია იურიდიული პირის მართვის პოლიტიკის განსაზღვრა; |
საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ article 2 დ) ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობა – საჯარო და კერძო თანამშრომლობა, რომელიც ხორციელდება ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიის მეშვეობით; ე) ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანია − საჯარო და კერძო თანამონაწილეობით და განსაზღვრული მიზნით შექმნილი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი; ვ) კერძო ინიციატორი – კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კონსორციუმი, რომელიც კონცესიის განხორციელების მიზნით საინიციატივო შეთავაზებას წარადგენს ამ კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად; ზ) კერძო პარტნიორი − კონცესიონერი, კონტრაქტორი ან ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანია; თ) კონტრაქტორი − კერძო სამართლის იურიდიული პირი (მათ შორის, ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანია) ან კონსორციუმი, რომელთანაც საჯარო პარტნიორს დადებული აქვს არაკონცესიური საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება. კონტრაქტორის შერჩევა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; |
საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ article 2 ი) კონსორციუმი − კერძო სამართლის იურიდიულ პირთა გაერთიანება ან/და კერძო სამართლის იურიდიულ პირთა და ფიზიკურ პირთა გაერთიანება ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულების საფუძველზე; კ) კონცესია – საჯარო და კერძო თანამშრომლობა, რომლის დროსაც კონცესიის ხელშეკრულების საფუძველზე კონცესიონერი მის მიერ გაწეული საჯარო მომსახურების სანაცვლოდ ანაზღაურებას პირდაპირ ან ირიბად იღებს საბოლოო მომხმარებლისგან ან საჯარო პარტნიორისა და საბოლოო მომხმარებლისგან და რომლის ფარგლებშიც კონცესიონერი საკუთარ თავზე იღებს მნიშვნელოვან საოპერაციო რისკს, რომელიც მოიცავს მოთხოვნის რისკს ან/და მიწოდების რისკს; ლ) კონცესიის ხელშეკრულება – საჯარო პარტნიორსა და კონცესიონერს შორის დადებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება კონცესიის განხორციელების თაობაზე; მ) კონცესიონერი – კერძო სამართლის იურიდიული პირი (მათ შორის, ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანია) ან კონსორციუმი, რომელთანაც საჯარო პარტნიორს დადებული აქვს კონცესიის ხელშეკრულება; |
საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ article 2 ს) საბოლოო მომხმარებელი – ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან/და სახელმწიფო ორგანო, რომელსაც კერძო პარტნიორი უწევს საჯარო მომსახურებას პირდაპირ ან მესამე პირის მეშვეობით; ტ) საინიციატივო შეთავაზება – კერძო ინიციატორის მიერ საკუთარი ინიციატივით უფლებამოსილი ორგანოსთვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად წარდგენილი შეთავაზება კონცესიის განხორციელების თაობაზე; უ) სამუშაოები − სამშენებლო ან/და საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები, რომელთა განხორციელების შედეგად იქმნება ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელიც გამოიყენება საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქციის შესასრულებლად; ფ) საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტი − საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“; ქ) სახელმწიფო ქონება − „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო ქონება; ღ) საჯარო ინფრასტრუქტურა − მატერიალური აქტივი ან/და არამატერიალური აქტივი, რომელიც განეკუთვნება საჯარო ინტერესს ან/და გამოიყენება საჯარო მომსახურების გასაწევად; |
საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ article 2 ყ) საჯარო ინტერესი − საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში საჯარო ინფრასტრუქტურით ან საჯარო მომსახურების გაწევით საზოგადოების ფართო წრის მიერ მისაღები/მიღებული სარგებელი; შ) საჯარო პარტნიორი − უფლებამოსილი ორგანო ან საქართველოს მთავრობა, რომელიც არის საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების მხარე; ჩ) საჯარო და კერძო თანამშრომლობა/საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტი – საჯარო პარტნიორსა და კერძო პარტნიორს შორის გრძელვადიანი თანამშრომლობა, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს და ხორციელდება სამუშაოს შესრულების ან/და საჯარო მომსახურების გაწევის მიზნით, კონცესიის ან არაკონცესიური საჯარო და კერძო თანამშრომლობის სახით; ც) საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება − საჯარო პარტნიორსა და კერძო პარტნიორს შორის კონცესიის ან არაკონცესიური საჯარო და კერძო თანამშრომლობის სახით დადებული გრძელვადიანი ხელშეკრულება; ძ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო – ამ კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად შექმნილი ორგანო; |
საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ article 2 წ) საჯარო მომსახურება – საჯარო ინტერესის სფეროში შემავალი მომსახურება, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, როგორც წესი, ახორციელებენ სახელმწიფო ორგანო, მუნიციპალიტეტის ორგანო და საჯარო სამართლის იურიდიული პირი საზოგადოების ფართო წრისთვის; ჭ) შერჩევის პროცესის მონაწილე – კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კონსორციუმი, რომელიც მონაწილეობს შერჩევის პროცესში; ხ) უფლებამოსილი ორგანო – სამინისტრო, სხვა სახელმწიფო ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მუნიციპალიტეტი, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი, 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო; ჯ) შედეგზე დაფუძნებული ანაზღაურება − საჯარო პარტნიორის მიერ კერძო პარტნიორისთვის გადახდილი ანაზღაურება ერთი ერთეული გაწეული მომსახურებისთვის ან/და თითოეული საბოლოო მომხმარებლის შესაბამისად; ჰ) ინფრასტრუქტურის შექმნა − მშენებლობა, რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია, მოდერნიზაცია ან სხვა სახის სამშენებლო სამუშაოს განხორციელება; ჰ-1) ხარისხის ფასთან თანაფარდობა − მეთოდოლოგია, რომლითაც ფასდება საჯარო და კერძო თანამშრომლობის მიზანშეწონილობა და რომელიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით; |
საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ article 2 ჰ-2) ხელმისაწვდომობის ანაზღაურება − საჯარო პარტნიორის მიერ კერძო პარტნიორისთვის განხორციელებული პერიოდული გადახდები, რომლებიც ხორციელდება განსაზღვრული ხარისხის დაცვით, საჯარო ინფრასტრუქტურის ან/და საჯარო მომსახურების მიწოდების შესაბამისად. საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4410 – ვებგვერდი, 23.09.2024წ. |
საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ article 2 ნ) კრედიტორი – ნებისმიერი სახელმწიფო ორგანო, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი ან საქართველოს ან სხვა ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული ბანკი/კომერციული ბანკი, რომელიც გასცემს სესხს ან/და გარანტიას კონცესიონერზე, კონტრაქტორზე ან ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიის კერძო პარტნიორზე; ო) მცირე პროექტი − საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე-4 მუხლით, გარდა იმავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა, გათვალისწინებულ კრიტერიუმებს და რომლის საპროექტო ღირებულება ნაკლებია იმავე ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ოდენობაზე; პ) პირდაპირი ხელშეკრულება – საჯარო პარტნიორს, კერძო პარტნიორსა და კრედიტორს (კრედიტორებს) შორის დადებული ხელშეკრულება; ჟ) პროექტის კონცეფცია − პროექტის ზოგადი აღწერა, რომელიც მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) პროექტის ძირითად მახასიათებლებს და წინარე ტექნიკურ-ეკონომიკურ შეფასებებს საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად; რ) პროექტის ღირებულება – საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის სრულად განსახორციელებლად საჭირო დაფინანსებისა და სხვა რესურსების მთლიანი ღირებულება, რომლის გამოთვლის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად; |