FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 5

საქართველოს ტყის კოდექსი

article  37

ტყით სპეციალური სარგებლობის სახეები.
1. საქართველოს ტყეში შეიძლება განხორციელდეს ტყით სპეციალური სარგებლობის შემდეგი სახეები:
    ა) სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადება;
    ბ) ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადება;
    გ) პლანტაციური მეურნეობის მოწყობა;
    დ) სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა;
    ე) საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნებით ტყითსარგებლობა;
    ვ) თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობა;
    ზ) ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობა;
    თ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსება;
    ი) სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობა;
    კ) განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა.
2. ფართობის ერთეულზე დასაშვებია ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ტყით სპეციალური სარგებლობის რამდენიმე სახის ერთდროულად განხორციელება, თუ ისინი არსობრივად ხელს არ უშლის ერთმანეთს.
3. ტყის კატეგორიის მიხედვით განისაზღვრება ტყით სპეციალური სარგებლობის დასაშვები სახეები, კერძოდ:
საქართველოს ტყის კოდექსი

article  37

ა) „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 ან მე-7 მუხლით განსაზღვრული დაცული ტერიტორიის ფარგლებში არსებულ დაცულ ტყეში (დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში) და ამ კოდექსის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაცულ ტყეში დასაშვებია განხორციელდეს: ა.ა) პირწმინდა სამეურნეო ჭრა ტყის 6 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე არსებულ აკაციის კორომებსა და კოლხეთის დაბლობის მურყნარ (თხმელნარ) ტყეებში; ა.ბ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „დ“−„ვ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ტყით სპეციალური სარგებლობის სახეები (სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დაცული ტერიტორიის ნაწილზე); ა.გ) ამ კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა: ა.გ.ა) განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განსახორციელებლად;
საქართველოს ტყის კოდექსი

article  37

ა.გ.ბ) წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის, ჰიდროკვანძების, მილსადენების, გზების, ელექტროგადამცემი კომუნიკაციების, ელექტრონული ქსელებისა და არხების მშენებლობისთვის/დემონტაჟისთვის/ფუნქციონირებისთვის ან ამისთვის საჭირო საპროექტო ან/და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოების შესასრულებლად; ა.გ.გ) წიაღის შესასწავლად ან/და მოსაპოვებლად (მხოლოდ მიწისქვეშა წყლების, მათ შორის, მინერალური წყლების, ნახშირჟანგისა და ადგილობრივი გამოყენების მიზნით ტრადიციული შენობა-ნაგებობების მშენებლობისთვის ან რეაბილიტაციისთვის არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსის (ფიქლის ქვის) შესასწავლად/მოსაპოვებლად); ა.გ.დ) ამ კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით სპეციალური სარგებლობა;
საქართველოს ტყის კოდექსი

article  37

ბ) დაცვით ტყეში დასაშვებია ტყით სპეციალური სარგებლობის ყველა სახის განხორციელება, გარდა სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადებისა (დასაშვებია მხოლოდ პირწმინდა სამეურნეო ჭრა ტყის 6 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე არსებულ აკაციის კორომებში) და წიაღის მოპოვებისა (დასაშვებია მხოლოდ მიწისქვეშა წყლების, მათ შორის, მინერალური წყლების, ნახშირჟანგისა და ადგილობრივი გამოყენების მიზნით ტრადიციული შენობა-ნაგებობების მშენებლობისთვის ან რეაბილიტაციისთვის არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსის (ფიქლის ქვის) მოპოვება);
    გ) საკურორტო და სარეკრეაციო ტყეში დასაშვებია ტყით სპეციალური სარგებლობის ყველა სახის განხორციელება, გარდა სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადებისა და წიაღის მოპოვებისა (დასაშვებია მხოლოდ მიწისქვეშა წყლების, მათ შორის, მინერალური წყლების, ნახშირჟანგისა და ადგილობრივი გამოყენების მიზნით ტრადიციული შენობა-ნაგებობების მშენებლობისთვის ან რეაბილიტაციისთვის არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსის (ფიქლის ქვის) მოპოვება);
საქართველოს ტყის კოდექსი

article  37

დ) სამეურნეო ტყესა და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 და მე-9 მუხლებით განსაზღვრული დაცული ტერიტორიის ტყეში დასაშვებია ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ტყით სპეციალური სარგებლობის ყველა სახის განხორციელება, მათ შორის, მხოლოდ ადგილობრივი გამოყენების მიზნით ტრადიციული შენობა-ნაგებობების მშენებლობისთვის ან რეაბილიტაციისთვის არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსის (ფიქლის ქვის) მოპოვება.