Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ article 9 1. გარდაცვლილის ორგანოს აღებაზე თანხმობის ან უარის განცხადების უფლება აქვთ შემდეგ ქმედუნარიან პირებს: ა) მეუღლეს; ბ) შვილს; გ) მშობელს; დ) შვილიშვილს,შვილიშვილის შვილს; ე) ძმას, დას; ვ) ძმისწულს, დისწულს; ზ) ბებიასა, პაპას; თ) ბიძას, დეიდას, მამიდას; ი) ბიძაშვილს, დეიდაშვილს, მამიდაშვილს. 2. თანაბარი უფლების მქონე რამდენიმე ნათესავის არსებობისას, თუნდაც ერთის მიერ უარის განცხადების შემთხვევაში, გარდაცვლილის ორგანოს აღება დაუშვებელია. 3. ამ მუხლის პირველ პუნქტში დასახელებულ პირებს ორგანოს აღების შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რიგით წინამავალი პირი (პირები) ცოცხალი არ არის ან მისგან გადაწყვეტილების მიღება გადანერგვისთვის დასაშვები დროის განმავლობაში შეუძლებელია. |