FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  119

პარლამენტის წევრთა მიერ ინიციირებული საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი. პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი წარედგინება პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე. პარლამენტის ბიურო მას ხელმოწერების ნამდვილობის შესამოწმებლად პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გადასცემს. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის მისთვის გადაცემიდან 1 კვირის ვადაში ამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და შედეგებს პარლამენტის ბიუროს წარუდგენს. პარლამენტის ბიუროს საკითხი შეაქვს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის მიზნით. პარლამენტის ბიუროს იმავე სხდომაზე საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი ამ რეგლამენტით დადგენილი წესით განსახილველად გადაეცემა კომიტეტებს.