FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

article  85

არასრულწლოვნის მუშაობის შესაძლებლობა.
1. არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულების უფლება.
2. არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული მუშაობს სწავლისაგან თავისუფალ დროს. ამასთანავე, სწავლისა და მუშაობის დრო არ უნდა აღემატებოდეს დღეში 8 საათს.
3. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებამ ხელი უნდა შეუწყოს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის მიერ ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულებას. დასაშვებია არასრულწლოვანი მსჯავრდებულის არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების გარეთ მუშაობა.
4. არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული შეიძლება ასრულებდეს მხოლოდ ისეთ სამუშაოს, რომელიც ხელს შეუწყობს გათავისუფლების შემდეგ მის პროფესიულ მომზადებას და დასაქმებას, აგრეთვე ხელს არ შეუშლის მის მიერ განათლების მიღებას.
5. დაუშვებელია არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოთავსებული არასრულწლოვანი მსჯავრდებულის სამეურნეო სამუშაოებზე დასაქმება.