Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 70 ინფორმაციის მოთხოვნის უფლება. 1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირს მოსთხოვოს: ა) მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა; ბ) მისი ქონების ნუსხის წარდგენა. 2. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, განახორციელოს ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება. |
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 70 3. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმებისას ამ შემოწმების ფარგლებში ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიმართვის საფუძველზე საბანკო დაწესებულებისგან გამოითხოვოს პირის შესახებ „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით ან „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული კონფიდენციალური ინფორმაცია. ამ ინფორმაციას საგადასახადო ორგანო გამოითხოვს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის 3-2 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. |
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 70 31. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით განსაზღვრული საქართველოს ფინანსური ინსტიტუტისგან ამ შეთანხმების ფარგლებში მოითხოვოს ამავე შეთანხმებით გათვალისწინებული ინფორმაცია და გადასცეს ეს ინფორმაცია აღნიშნული შეთანხმებით განსაზღვრულ ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტურ ორგანოს. 3-2 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3-2 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3-2 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3-2 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3-1 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. 4. საგადასახადო ორგანო არ არის უფლებამოსილი, ამ მუხლის მე-3 და 3-6 ნაწილებით გათვალისწინებული ინფორმაცია გადასცეს ამ კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ პირებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინფორმაცია გადაეცემა სხვა სახელმწიფოს კომპეტენტურ (უფლებამოსილ) ორგანოს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე. |
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 70 5. პირი ვალდებულია მოთხოვნილი ინფორმაცია მითითებულ ვადაში, სწორად და სრულად წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს/აღსრულების ეროვნულ ბიუროს. პირი, რომლის ქონებასაც საგადასახადო ორგანომ ყადაღა დაადო, ვალდებულია ახალი ქონების შეძენის შემთხვევაში ამ ქონების შეძენიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა შეასწოროს მის მიერ წარდგენილი ქონების ნუსხა. საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2946 - ვებგვერდი, 24.12.2014წ. |