Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
პროფესიული კავშირების შესახებ article 7 პროფესიული კავშირის წესდება, მისი წესდების რეგისტრაცია, იურიდიული პირის სტატუსის მოპოვება. 1. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) მიზნები და ამოცანები, პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) წევრად მიღებისა და წევრობიდან გასვლის წესი, წევრთა უფლებები და მოვალეობები, პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) სტრუქტურა, უმაღლესი ორგანოებისა და ხელმძღვანელი ორგანოების კომპეტენცია და უფლებამოსილების ვადები, შემოსავლისა და ქონების შექმნის წყაროები და გამოყენების წესი, წესდებაში ცვლილების შეტანის პირობები, საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლები, სახელწოდება, ადგილსამყოფელი და სამოქმედო ტერიტორია, აგრეთვე მისთვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხები განისაზღვრება პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) წესდებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) წესდება, წესდებაში შეტანილი ცვლილებები რეგისტრირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. პროფესიული კავშირის რეგისტრირებული წესდების საფუძველზე მოქმედი პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციები და სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფები არ რეგისტრირდება. |
პროფესიული კავშირების შესახებ article 7 4. პროფესიული კავშირი, პროფესიული კავშირების გაერთიანება (ასოციაცია) იურიდიული პირის სტატუსს მოიპოვებს მისი წესდების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის მომენტიდან. |