FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

article  57

ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების თაობაზე დაინტერესებული პირის ინფორმირება.
1. ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების თაობაზე ინფორმაცია წინასწარ, ამ ღონისძიების განხორციელებამდე არაუგვიანეს 2 კვირისა, უნდა მიეწოდოს ყველა დაინტერესებულ მესაკუთრეს ან/და უძრავი ქონების მოსარგებლეს. დაინტერესებული პირის ინფორმირება ხდება საპროექტო ტერიტორიის მიმდებარედ, საზოგადოებისათვის თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის განთავსებით, აგრეთვე შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ვებგვერდით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − აგრეთვე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.
2. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს უფლება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 118-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად წარადგინოს თავისი მოსაზრება შესაბამის მუნიციპალიტეტში ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების თაობაზე.