FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ნავთობისა და გაზის შესახებ

article  88

ანგარიშვალდებულება და სანქციები.
1. ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ სააგენტო, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.
2. ლიცენზიის მფლობელი არა უგვიანეს ყოველი წლის 1 აპრილისა სააგენტოს წარუდგენს გასული წლის საქმიანობის სრულ ანგარიშს და აუდიტის დასკვნას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ანგარიშგების ფორმას ადგენს სააგენტო.
4. სააგენტოს უფლება აქვს ლიცენზიის მფლობელისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა შესრულების შესახებ, რომელთა დარღვევის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები.
5. ლიცენზიის მფლობელმა მოთხოვნილი ინფორმაცია სააგენტოს უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში.
ნავთობისა და გაზის შესახებ

article  88

6. ლიცენზიის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, სააგენტოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელი წერილობით გააფრთხილოს.
7. ლიცენზიის მოქმედების შეწყვეტის ან ლიცენზიის გაუქმების საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო.