Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს მოქალაქეობის შესახებ article 8 საქართველოს მოქალაქის ფიცი. პირი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა ნატურალიზაციით მოიპოვა, გარდა ამ კანონის მე-12 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ქართულ ენაზე დებს და ხელმოწერით ადასტურებს საქართველოს ერთგულების ფიცს: „მე, (სახელი, გვარი), ვხდები საქართველოს მოქალაქე და ვფიცავ, ერთგულად ვემსახურო საქართველოს, დავიცვა მისი კონსტიტუცია და ყველა სხვა კანონი, საქართველოს დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა; საქართველოს სახელმწიფო ენად ვაღიარებ ქართულს, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზურს; ვალდებულებას ვიღებ, პატივი ვცე საქართველოს კულტურასა და ეროვნულ ტრადიციებს.“. |