FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

პენიტენციური კოდექსი

article  13

პირის სამსახურში მიღებასა და მის მიერ სამსახურის გავლასთან დაკავშირებული შეზღუდვები.
1. სამსახურში არ მიიღება:
    ა) ნასამართლევი პირი, აგრეთვე პირი, რომელსაც ჩადენილი აქვს დანაშაული, რომელიც უკავშირდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის ფაქტს, მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა ან გაქარწყლებისა;
    ბ) პირი, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს;
    გ) პირი, რომელიც სასამართლომ შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
    დ) პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;
    ე) პირი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებს;
    ვ) პირი, რომელიც შესაბამისი თანამდებობის დაკავების შემთხვევაში უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით დაუკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს, გერს ან მეუღლის მშობელს, დას, ძმას;
    ზ) უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, გარდა კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისისა;
პენიტენციური კოდექსი

article  13

თ) პირი, რომელმაც სპეციალური შემოწმების გავლის შედეგად უარყოფითი შეფასება მიიღო.
2. მოსამსახურეს უფლება არ აქვს, ეკავოს სხვა თანამდებობა სხვა საჯარო დაწესებულებაში ან კერძო დაწესებულებაში, აგრეთვე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან/და შემოქმედებითი საქმიანობისა. მოსამსახურემ შეთავსებით სხვა თანამდებობა შეიძლება დაიკავოს მხოლოდ სამინისტროს სისტემაში.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება სამსახურის სამედიცინო პერსონალის წევრზე, რომელიც თავის საქმიანობას პენიტენციურ დაწესებულებაში ახორციელებს.