Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ article 7 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვება და შეწყვეტა. 1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოსაპოვებლად კოოპერატივის სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი განცხადებით მიმართავს სააგენტოს. 2. განცხადებას უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტები: ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება აღნიშნული იურიდიული პირის რეგისტრაციის ფაქტი და განმცხადებლის უფლებამოსილება; ბ) საჭიროების შემთხვევაში – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება აღნიშნული იურიდიული პირის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ან/და ქონებაზე საკუთრების უფლება; გ) წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) პაის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) მეპაიესა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ურთიერთვალდებულებებისა და უფლებების შესახებ, რომლითაც განისაზღვრება ამ კოოპერატივის მიერ აღნიშნული მეპაიისთვის გასაწევი მომსახურების სახეობა და ღირებულება, პაის ოდენობა და სხვა პირობები. |
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ article 7 3. თუ კოოპერატივის სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ სააგენტოსთვის წარდგენილი დოკუმენტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) მიმართავს შუამდგომლობით აღნიშნული იურიდიული პირისათვის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭების შესახებ. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი შუამდგომლობის საფუძველზე კოოპერატივის სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, რის შემდეგაც აღნიშნული იურიდიული პირის მონაცემები სამინისტროს შეაქვს ელექტრონულ რეესტრში და გასცემს შესაბამის მოწმობას. 5. ელექტრონული რეესტრის მონაცემები საჯაროა და ქვეყნდება სამინისტროსა და სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდებზე. 6. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. აღნიშნული სტატუსის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს: ა) მონიტორინგის უარყოფითი შედეგები; |
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ article 7 ბ) ამ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მეპაიეთა რაოდენობის შემცირება; გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის განცხადება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის შეწყვეტის შესახებ. 7. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვებისა და შეწყვეტის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 8. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, რომელსაც შეუწყდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი, უფლება აქვს, ამ სტატუსის შეწყვეტიდან 6 თვის შემდეგ სააგენტოს მიმართოს განცხადებით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. |