Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
გარემოს დაცვის შესახებ article 16 გადასახადები გარემოს დაცვის სფეროში. 1. „ფასიანი ბუნებათსარგებლობისა“ და „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპებიდან გამომდინარე საქართველოში დადგენილია გარემოზე მავნე ზემოქმედებისათვის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის და სხვა გადასახადები. 2. ამ გადასახადების სტრუქტურა, ოდენობა და გადახდის წესი საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის თანახმად დგინდება საქართველოს კანონით. 3. გადასახადების გადახდა საქმიანობის სუბიექტს არ ათავისუფლებს გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან. მუხლი 17. გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფა 1. გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობის განსახორციელებლად სავალდებულოა გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფა. 2. გარემოსთვის განსაკუთრებით საშიშ საქმიანობებს და გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობების გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფის სამართლებრივ რეჟიმს ადგენს „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი. |