Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ article 15 თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია შეიცავს შემდეგ ინფორმაციას პირისა და მისი ოჯახის წევრების შესახებ : ა) პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი და ტელეფონის ნომერი, მობილური ტელეფონის ნომერი და მოქმედი ელექტრონული ფოსტის მისამართი; ბ) პირის სამსახური , დაკავებული თანამდებობა , სამსახურის მისამართი , ტელეფონის ნომერი ; გ) პირის, მისი ოჯახის წევრის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების ადგილი, წელი, თვე და რიცხვი, პირთან ნათესაური ან სხვაგვარი კავშირი; დ) პირის, მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება – მესაკუთრის ვინაობა (თუ ნივთი საერთო საკუთრებაშია – აგრეთვე თანამესაკუთრის ვინაობა და პირის, მისი ოჯახის წევრის წილის ოდენობა), შეძენის თარიღი, შეძენის ფორმა, გადახდილი საფასურის ოდენობა, საერთო ფართობი და ადგილმდებარეობა; ე) პირის, მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება (ფასიანი ქაღალდების, საბანკო ანგარიშის ან/და შენატანის, ნაღდი ფულადი თანხის გარდა), რომელთაგან თითოეულის ღირებულება 10 000 ლარს აღემატება, – მესაკუთრის ვინაობა (თუ ნივთი საერთო საკუთრებაშია – აგრეთვე თანამესაკუთრის ვინაობა და პირის, მისი ოჯახის წევრის წილის ოდენობა), შეძენის თარიღი, შეძენის ფორმა და გადახდილი საფასურის ოდენობა; |
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ article 15 ვ) პირის, მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ფასიანი ქაღალდები – ფასიანი ქაღალდის ემიტენტი, მესაკუთრის ვინაობა, ფასიანი ქაღალდის სახეობა, გადახდილი საფასურის ოდენობა, ნომინალი და რაოდენობა, შეძენის თარიღი, შეძენის ფორმა; ზ) საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებული ანგარიში ან/და შენატანი, რომლის განკარგვის უფლებაც აქვს პირს ან მისი ოჯახის წევრს, – ანგარიშის ან/და შენატანის განმკარგავი პირის ვინაობა, საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულების დასახელება, ანგარიშის ან/და შენატანის სახეობა, ანგარიშზე ან/და შენატანზე არსებული ნაშთი (კრედიტი ან დებეტი); თ) პირის, მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი თანხა, რომლის ოდენობა 10 000 ლარს აღემატება, – ფულადი თანხის მესაკუთრის ვინაობა, ფულადი თანხის წყარო და ფულადი თანხის ოდენობა შესაბამის ვალუტაში; |
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ article 15 ი) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში სამეწარმეო საქმიანობაში პირის, მისი ოჯახის წევრის პირდაპირი მონაწილეობა და არაპირდაპირი მონაწილეობა. საწარმოს საქმიანობაში პირდაპირი მონაწილეობისას: საწარმოს საქმიანობაში მონაწილე პირი და მონაწილეობის ფორმა, პარტნიორების სახელები და გვარები (იურიდიული პირის შემთხვევაში – სრული საფირმო სახელწოდება და იურიდიული მისამართი), საწარმოს სრული საფირმო სახელწოდება და იურიდიული მისამართი, მარეგისტრირებელი ორგანო და რეგისტრაციის თარიღი, წილის პროცენტული ოდენობა, მონაწილეობის პერიოდი და საანგარიშო წლის განმავლობაში საწარმოდან მიღებული შემოსავლის ოდენობა (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე); საწარმოს საქმიანობაში არაპირდაპირი მონაწილეობისას: სხვა საწარმოს სრული საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახეობა, პარტნიორების სახელები და გვარები (იურიდიული პირის შემთხვევაში – სრული საფირმო სახელწოდება და იურიდიული მისამართი), სხვა საწარმოს კაპიტალში ძირითადი საწარმოს წილის პროცენტული ოდენობა; |
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ article 15 კ) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ შესრულებული ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაო, სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის გარდა, − სამუშაოს შემსრულებელი პირის ვინაობა, სამსახური, რომელშიც პირს უკავია/ეკავა თანამდებობა ან ასრულებს/ასრულებდა სამუშაოს, თანამდებობის დასახელება ან სამუშაოს შინაარსი, საანგარიშო პერიოდში სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე); ლ) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ დადებული ნებისმიერი ხელშეკრულება (გარდა მიღებული საჩუქრისა), რომლის საგნის ღირებულება აღემატება 10 000 ლარს (მათ შორის, წილის მინდობის ხელშეკრულება, ღირებულების მიუხედავად), – ხელშეკრულების სახეობა, ხელშეკრულებაში მონაწილე პირის ვინაობა, ხელშეკრულების საგანი და მისი ღირებულება, ხელშეკრულების დადების თარიღი და მოქმედების ვადა, ორგანო, რომელმაც მოახდინა ხელშეკრულების სახელმწიფო რეგისტრაცია ან დამოწმება, საანგარიშო პერიოდში ხელშეკრულებით მიღებული მატერიალური შედეგი (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე); |
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ article 15 მ) პირის , მისი ოჯახის წევრის მიერ საანგარიშო პერიოდში მიღებული საჩუქარი , რომლის ღირებულება აღემატება 500 ლარს – საჩუქრის მიმღების ვინაობა , საჩუქრის გადამცემი , გადამცემის მიმღებთან კავშირი , საჩუქრის სახეობა , საჩუქრის საბაზრო ღირებულება ; ნ) საანგარიშო პერიოდში პირის, მისი ოჯახის წევრის ნებისმიერი შემოსავალი, რომლის ოდენობა (ღირებულება) თითოეულ შემთხვევაში აღემატება 3 000 ლარს, ან/და გასავალი, რომლის ოდენობა (ღირებულება) თითოეულ შემთხვევაში აღემატება 5 000 ლარს, ამ მუხლში აღნიშნული სხვა შემოსავლის ან/და გასავლის გარდა, – პირი, მისი ოჯახის წევრი, რომელსაც ჰქონდა შემოსავალი ან/და გასავალი, შემოსავლის ან/და გასავლის სახეობა და ოდენობა (ღირებულება); ო) საიდუმლო გრაფა – ქონების სახეობა (შინაარსი ) და ქონებასთან დაკავშირებული პირის , მისი ოჯახის წევრის ვინაობა , ქონებასთან პირის , მისი ოჯახის წევრის კავშირი , ქონების საბაზრო ღირებულება ან /და ოდენობა ; პ) დეკლარაციის შევსების თარიღი. |