FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ

article  8

გამწვევი კომისიის მიერ განცხადებების განხილვა.
2. განმცხადებელს უფლება აქვს, დაესწროს გამწვევი კომისიის სხდომას და დაასაბუთოს თავისი მოსაზრება.
3. გამწვევი კომისია ვალდებულია 20 დღის ვადაში განიხილოს პირის განცხადება და იგი შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად, საბოლოო დასკვნის გამოსატანად სახელმწიფო კომისიას გაუგზავნოს.
4. სახელმწიფო კომისიას საბოლოო დასკვნა გამოაქვს პირის განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მიღებიდან 3 თვის ვადაში.
5. სახელმწიფო კომისიის დასკვნის საფუძველზე შესაბამისი მინისტრი იღებს გადაწყვეტილებას პირის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის შესახებ ან მის გაწვევაზე უარის თქმის თაობაზე და გამოსცემს სათანადო ბრძანებას.
6. თუ სახელმწიფო კომისია განმცხადებლის მოთხოვნასთან დაკავშირებით დადებით დასკვნას გამოიტანს, ხოლო შესაბამისი მინისტრი სახელმწიფო კომისიის დასკვნის საფუძველზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს და სათანადო ბრძანებას გამოსცემს, განმცხადებელი ჩაირიცხება არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში. საქართველოს 2014  წლის 29  ივლისის კანონი №2557 - ვებგვერდი, 08.08.2014წ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №714 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.