Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საჯარო შესყიდვების შესახებ article 57 ზოგადი წესი. 1. შემსყიდველი ორგანიზაცია კანდიდატებს/პრეტენდენტებს აფასებს შესყიდვის პირობებით განსაზღვრული სპეციფიკაციებისა და შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, ამ კანონითა და სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით. 2. თუ განაცხადი/წინადადება მოთხოვნილ ინფორმაციას სრულყოფილად ან საერთოდ არ შეიცავს და კანდიდატის/პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის პირდაპირი საფუძველი არ არსებობს, შემსყიდველი ორგანიზაცია მოსთხოვს მას განაცხადის/წინადადების გონივრულ ვადაში, სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით დაზუსტებას. განაცხადის/წინადადების დაზუსტებით არ უნდა დაირღვეს გამჭვირვალობისა და თანასწორი მოპყრობის პრინციპები. განაცხადის/წინადადების დადგენილ ვადაში დაუზუსტებლობა ან არასრულყოფილად დაზუსტება კანდიდატის/პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველია. |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 57 3. დაუშვებელია კანდიდატისთვის/პრეტენდენტისთვის საჯარო შესყიდვის პირობებით გაუთვალისწინებელი ინფორმაციის წარდგენის მოთხოვნა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება პირდაპირ არის განსაზღვრული საქართველოს კანონმდებლობით. დაუშვებელია კანდიდატისთვის/პრეტენდენტისთვის შესყიდვის პირობებით გაუთვალისწინებელი გარემოების ხარვეზად ჩათვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი ხარვეზად ჩათვლა პირდაპირ გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან. |