FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

article  53

უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილების მიღების წესი. .
4. გადაწყვეტილების მიმღები შესაბამისი ორგანო უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს:
    ა) უცხოელის საქართველოში კანონიერად ცხოვრების ხანგრძლივობას, საქართველოსთან მის პირად, სოციალურ, ეკონომიკურ და სხვა კავშირებს;
    ბ) ოჯახის ერთიანობის პრინციპს, უცხოელის ოჯახისათვის ან მასთან მუდმივად მცხოვრებ სხვა პირთათვის მოსალოდნელ შედეგებს;
    გ) მიმღებ სახელმწიფოსთან უცხოელის სოციალურ-ეკონომიკურ და სხვა კავშირებს. [5. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განსახილველად მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების დროს არსებითი ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად უცხოელთან ტარდება გასაუბრება. ამ გასაუბრების ჩატარების თარიღი უცხოელს ეცნობება 2 სამუშაო დღით ადრე, ამ კანონის 56 -1 მუხლით დადგენილი წესით. მას გასაუბრების ჩატარების დრო შეიძლება დამატებით ეცნობოს ტელეფონით, რის შესახებაც დგება შესაბამისი სატელეფონო გასაუბრების ოქმი.
6. უცხოელთან გასაუბრების მასალების სიზუსტის უზრუნველსაყოფად გასაუბრება წერილობით ფიქსირდება და ეს მასალები „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ინახება უცხოელის პირად საქმეში.
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

article  53

-2. საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელისთვის ფოტოსურათის გადაღება, მისი თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღება.
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო ან პოლიციის შესაბამისი ტერიტორიული ორგანო იღებს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის ან იმ უცხოელის, რომლის მიმართაც დაწყებულია გაძევების საკითხის შესწავლა ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“−„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით, ფოტოსურათს, აგრეთვე იღებს მისი თითების ანაბეჭდებსა და ხელისგულების ანაბეჭდებს. 14 წლამდე უცხოელისთვის ფოტოსურათის გადაღება, მისი თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღება დასაშვებია, თუ მისი იდენტიფიცირება ან ვინაობის გადამოწმება სხვაგვარად შეუძლებელია. 14 წლამდე უცხოელისთვის ფოტოსურათის გადაღების, მისი თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღების დროს გაითვალისწინება მისი უფლებები და საუკეთესო ინტერესები.
2. თუ უცხოელი ფოტოსურათის გადაღებაზე, თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღებაზე უარს ამბობს, ეს პერსონალური მონაცემები შეიძლება მიღებულ იქნეს იძულების პროპორციული ღონისძიებების გამოყენებით.
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

article  53

3. უცხოელის ფოტოსურათი, თითების ანაბეჭდები და ხელისგულების ანაბეჭდები ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის მონაცემთა ბაზაში. ეს პერსონალური მონაცემები მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

article  53

უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილების მიღების წესი.
1. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უცხოელის საქართველოდან გაძევების საფუძვლის აღმოჩენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს მისი საქართველოდან გაძევების საკითხს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
    ა) უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე;
    ბ) უცხოელის საქართველოდან გაძევებაზე უარის თქმის თაობაზე;
    გ) უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადების თაობაზე.
3. გადაწყვეტილების მიმღები შესაბამისი ორგანო ვალდებულია საქართველოდან გასაძევებელ უცხოელს წარუდგინოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მისი საქართველოდან გაძევების თაობაზე.