Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ზოგადი განათლების შესახებ article 341 საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის საქართველოში განხორციელება. 1. საქართველოში დასაშვებია მხოლოდ იმ საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება, რომლის აღიარებისთვისაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უცხო ქვეყნის უფლებამოსილ ინსტიტუტთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება. 2. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უცხო ქვეყნის იმ უფლებამოსილ ინსტიტუტთან ხელშეკრულების გაფორმების წესითა და პირობებით, რომელიც ახორციელებს საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის აღიარებას. |
ზოგადი განათლების შესახებ article 341 3. საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის საქართველოში განხორციელების უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილ იურიდიულ პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის გათვალისწინებული მოთხოვნები, გარდა ამ კანონში საზღვარგარეთ აღიარებულ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამაზე პირდაპირი მითითების შემთხვევისა და ამ კანონის II და XI1 თავებისა. ამასთანავე, ამ პუნქტით განსაზღვრულ იურიდიულ პირზე ამ კანონის მე-9 და 21-ე მუხლების მოქმედება ვრცელდება მათი შინაარსის გათვალისწინებით. 4. საქართველოში განხორციელებული საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან და იძლევა განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას, ამასთანავე, აპოსტილით დამოწმებას ან ლეგალიზაციას არ საჭიროებს. |