FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ

article  5

ციფრული მმართველობის სააგენტოსთვის მისაწოდებელი ინფორმაციის სახეები.
1. რეესტრის სუბიექტის ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც აღწერს ოპერაციულ და საინფორმაციო -ტექნოლოგიურ გარემოს.
2. ოპერაციული გარემოს შესახებ მისაწოდებელი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
    ა) მონაცემის მფლობელის ან/და მის მიერ უფლებამოსილი პირის საკონტაქტო ინფორმაცია და მისი ძირითადი საქმიანობის აღწერილობა;
    ბ) მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის აღწერილობა და წარმოების მიზანი;
    გ) საქმისწარ მოების წესი, რომელიც გამოიყენება მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის წარმოებისათვის, ინფორმაციის დამუშავების ბიზნესპროცესის მოკლე აღწერილობა და სხვა ინფორმაცია, რომელიც აღწერს მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის წარმოების პროცესს .
3. საინფორმაციო-ტექნოლოგიური გარემოს შესახებ მისაწოდებელი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
    ა) მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის მიმართ გამოყენებადი ტექნიკური სტანდარტები;
    ბ) მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის ადმინისტრატორის ან სხვა უფლებამოსილი პირის საკონტაქტო მონაცემები;
ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ

article  5

გ) მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის წარმოებისას დაშვებული შეცდომების იდენტიფიცირებისა და გამოსწორებისათვის პასუხისმგებელი პირის/ორგანოს ან უფლებამოსილი პირის მონაცემები, თუ ასეთი არსებობს;
    დ) მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფის ზომები.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის ციფრული მმართველობის სააგენტოსთვის მიწოდების პროცედურებს, ტექნიკურ სტანდარტებს, ფორმატსა და გზებს ადგენს ციფრული მმართველობის სააგენტო.