FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 7

ნორმატიული აქტების შესახებ

article  15

ნორმატიული აქტის პროექტის თანდართული დოკუმენტები. 1.  კანონპროექტს უნდა დაერთოს განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება:
    ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ. მასში აღინიშნება: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი; ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა; ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები; ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი; ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში); ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში –აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება. მასში აღინიშნება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო; ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; ბ.დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ახალი ფინანსური ვალდებულებები; ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება;
ნორმატიული აქტების შესახებ

article  15

ბ.ვ) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება; ბ.ზ) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება; გ)  კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში აღინიშნება: გ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; გ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
    დ) კანონპროექტის ავტორი;
    ე) კანონპროექტის ინიციატორი.
2. კანონპროექტს ასევე უნდა დაერთოს:
    ა) დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
    ბ) შესაბამის ორგანოში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული ლობისტის დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
    გ) პროექტი იმ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელში ცვლილების შეტანასაც იწვევს კანონპროექტი, და ისინი წარდგენილ უნდა იქნეს საკანონმდებლო პაკეტის სახით.
ნორმატიული აქტების შესახებ

article  15

3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტს უნდა დაერთოს კომიტეტის სხდომის ოქმის ასლი, რომელშიც მითითებულია მისი წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.
ნორმატიული აქტების შესახებ

article  15

5. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტს უნდა დაერთოს:
    ა) განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება: ა.ა) ნორმატიული აქტის პროექტის მიღების (გამოცემის) მიზეზი, მისი დამახასიათებელი ძირითადი ნიშნები, იმ შედეგების საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშება, რომლებსაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება (გამოცემა). განმარტებით ბარათში აღინიშნება აგრეთვე ნორმატიული აქტის პროექტის ავტორი (ავტორები) და წარმდგენი; ა.ბ) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ნორმატიული აქტის ზეგავლენის შეფასება (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტის შემთხვევაში); ა.გ) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება;
    ბ) პროექტი სხვა ნორმატიულ აქტში იმ ცვლილების შეტანის შესახებ, რომელსაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება (გამოცემა).
ნორმატიული აქტების შესახებ

article  15

6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტითა და მე-5 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ნორმატიული აქტის პროექტის ზეგავლენის (თუ ასეთი ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელია) შეფასება უნდა მოიცავდეს იმ დადებითი ან უარყოფითი ზეგავლენის დასაბუთებას ან/და იმ დადებითი ან უარყოფითი ზეგავლენის შესახებ ინფორმაციას, რომელიც ნორმატიული აქტის პროექტის ავტორის/ინიციატორის მოსაზრებით, შეიძლება ნორმატიული აქტის მიღებამ მოახდინოს გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. თუ ნორმატიული აქტის პროექტის ავტორის/ინიციატორის მოსაზრებით, ნორმატიული აქტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის, იგი ამის შესახებ განმარტებითი ბარათის შესაბამის ნაწილში აღნიშნავს. ნორმატიული აქტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელია იმ შემთხვევაში, თუ ნორმატიული აქტის პროექტის ავტორის/ინიციატორის მოსაზრებით:
    ა) დგინდება ახალი ან/და სპეციფიკური უფლებები, ვალდებულებები ან შესაძლებლობები, რომლებიც ნორმატიული აქტის მიღების შემდეგ გაუჩნდება ქალს ან მამაკაცს დიფერენცირებულად ან/და უთანასწოროდ;
ნორმატიული აქტების შესახებ

article  15

ბ) ხორციელდება ცვლილებები, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ გამომდინარეობს ნორმატიული აქტის პროექტიდან და უთანასწოროდ ზღუდავს ან უწყობს ხელს ქალისთვის ან მამაკაცისთვის განათლების, დასაქმების, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური დაცვის, ძალადობისაგან დაცვის, შემოსავლებისა და სხვა სიკეთის, აგრეთვე სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის დიფერენცირებულ ან/და უთანასწორო ხელმისაწვდომობას;
    გ) ნორმატიული აქტის პროექტს აქვს ქალისა და მამაკაცის სამართლებრივ ან ფაქტობრივ თანასწორობაზე სხვა მოსალოდნელი გავლენა.
7. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტითა და მე-5 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ნორმატიული აქტის პროექტის ზეგავლენის (თუ ნორმატიული აქტის პროექტის ავტორის/ინიციატორის მოსაზრებით, ასეთი ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელია) შეფასება შეიძლება მოიცავდეს იმ შესაბამის ფაქტებზე, ინფორმაციის წყაროებზე ან/და მტკიცებულებებზე მითითებას, რომელთა მიხედვითაც შესაძლებელია ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების შეფასება და რომლებითაც ნორმატიული აქტის პროექტის ავტორი/ინიციატორი ხელმძღვანელობდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 17 ოქტომბრის კანონი №5 - ვებგვერდი, 25.10.2011 წ.
ნორმატიული აქტების შესახებ

article  15

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის 8 აგვისტოს კანონი №210 - ვებგვერდი, 08.08.2014 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის 16 აგვისტოს კანონი №26 - ვებგვერდი, 21.08.2019 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის 13 სექტემბრის კანონი №30 - ვებგვერდი, 13.09.2019 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 6 ოქტომბრის კანონი №14 - ვებგვერდი, 15.10.2020 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 14 ივნისის კანონი №13 - ვებგვერდი, 20.06.2023 წ.