FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  118

საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები.
1. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და დადგენილ ვადაში ხელი არ მოაწეროს კანონს და მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს იგი პარლამენტს.
2. საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები კანონპროექტის ფორმით უნდა იყოს ჩამოყალიბებული.
3. საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებული კანონი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება და მიიღება ერთი მოსმენით, ამ რეგლამენტის 106-ე მუხლით დადგენილი წესით. პირველად კენჭი ეყრება საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონს, ხოლო შემდეგ – კანონის პირვანდელ რედაქციას.
4. თუ პარლამენტი მიიღებს საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნებს, კანონი 5 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც მის საბოლოო რედაქციას ხელს აწერს და აქვეყნებს 5 დღის ვადაში.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  118

5. თუ პარლამენტი არ მიიღებს საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნებს, კენჭი ეყრება კანონის პირვანდელ რედაქციას. კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. ორგანული კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა, გარდა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ორგანული კანონისა, რომელიც მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. კონსტიტუციური კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი. კანონი 3 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც მას ხელს აწერს და აქვეყნებს 5 დღის ვადაში.
6. საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ კონსტიტუციურ კანონს, რომელიც პარლამენტმა მიიღო სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით, საქართველოს პრეზიდენტი ხელს აწერს და აქვეყნებს გადაცემიდან 5 დღის ვადაში, პარლამენტისთვის შენიშვნებით დაბრუნების უფლების გარეშე.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  118

7. თუ საქართველოს პრეზიდენტმა დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნა კანონი, მას ხელს აწერს და 5 დღეში საჯარო სამართლის იურიდიული პირის − „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.
8. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კანონპროექტი კენჭისყრისას ვერ დააგროვებს ხმების საჭირო რაოდენობას, იგი უარყოფილად ჩაითვლება.
9. თუ საქართველოს პრეზიდენტი კანონს მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნებს პარლამენტს, მაგრამ გამოცხადებულია საპარლამენტო არდადეგები, ამ შენიშვნების განსახილველად შეიძლება დადგენილი წესით მოწვეულ იქნეს პარლამენტის რიგგარეშე სესია.