FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  232

ეთიკის საბჭო და პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი.
1. პარლამენტის წევრის ქცევის ეთიკური სტანდარტები განისაზღვრება პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსით, რომელსაც პარლამენტი ამტკიცებს დადგენილებით.
2. პარლამენტის წევრი ვალდებულია ხელი შეუწყოს საპარლამენტო ეთიკის ნორმების დაცვას.
3. პარლამენტი თავისი უფლებამოსილების ვადით, უფლებამოსილების ცნობიდან 2 თვის ვადაში დადგენილებით ქმნის ეთიკის საბჭოს. ამ დადგენილებაში მითითებული უნდა იყოს ეთიკის საბჭოს წევრთა რაოდენობა. ეთიკის საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა და საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად. პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე ამ რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით. ამასთანავე, ეთიკის საბჭოში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლობა არ უნდა აჭარბებდეს ეთიკის საბჭოს წევრთა რაოდენობის ნახევარს.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  232

4. ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ დადგენილების მიღებიდან 1 კვირის ვადაში განსაზღვრავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი და ამტკიცებს პარლამენტის ბიურო. ფრაქციის მიერ წარდგენილი ეთიკის საბჭოს წევრი წელიწადში ერთხელ როტაციას ექვემდებარება. აღნიშნული ვადის გასვლისთანავე შესაბამისი ფრაქცია ვალდებულია ამ პუნქტით გათვალისწინებული პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დაცვით წარადგინოს ახალი წევრი.
5. შესაბამისი ფრაქციები პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების შესაბამისად ეთიკის საბჭოს წევრებად დასახელებულ პირებს ამკვოტების დამტკიცებიდან 1 კვირის ვადაში წარუდგენენ პარლამენტის ბიუროს.
6. პარლამენტი ცნობად იღებს ეთიკის საბჭოს შემადგენლობას, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით.
7. ეთიკის საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება და ორგანიზაციული საკითხები წესრიგდება პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსითა და ეთიკის საბჭოს დებულებით.
8. ეთიკის საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით იქმნება ეთიკის საბჭოს სამდივნო, რომლის სტრუქტურა, ფუნქციები და მუშაობის წესი განისაზღვრება ეთიკის საბჭოს დებულებით.
9. შესაბამისი მოწვევის პარლამენტის ეთიკის საბჭოში შესული საჩივრები მომდევნო მოწვევის პარლამენტის ეთიკის საბჭოს არ გადაეცემა.