FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

article  39

განრიდების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ორგანო.
1. წინასასამართლო სხდომამდე განრიდების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი.
2. განრიდება შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე საქმის სასამართლოში წარმართვის შემდეგ. სასამართლო უფლებამოსილია განრიდების გამოსაყენებლად საკუთარი ინიციატივით ან მხარის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება წინასასამართლო სხდომაზე ან პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე და საქმე დაუბრუნოს პროკურორს, რომელიც არასრულწლოვან ბრალდებულს განრიდებას შესთავაზებს და, მისი თანხმობის შემთხვევაში, მიიღებს გადაწყვეტილებას განრიდების შესახებ. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლო მეორე მხარის პოზიციასაც ისმენს.
3. განრიდების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პროკურორი უფლებამოსილია არასრულწლოვანთან გააფორმოს ხელშეკრულება განრიდების ან განრიდებისა და მედიაციის შესახებ. არასრულწლოვნის მიმართ განრიდებისა და განრიდება-მედიაციის პროგრამის გამოყენების წესი, აგრეთვე მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. ამ ხელშეკრულების მოქმედების მაქსიმალური ვადა 1 წელია.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

article  39

4. არასრულწლოვნისთვის განრიდებაზე უარის თქმის შემთხვევაში დგება გასაუბრების ოქმი, რომელშიც აღინიშნება განრიდებაზე უარის თქმის მიზეზი. ამ ოქმს ხელს აწერენ პროკურორი და არასრულწლოვანი ან/და მისი კანონიერი წარმომადგენელი.
5. პროკურორის მიერ განრიდებაზე უარის თქმის შემთხვევაში არასრულწლოვანს, მის კანონიერ წარმომადგენელს ან ადვოკატს უფლება აქვს, განრიდების მოთხოვნით ზემდგომ პროკურორს მიმართოს.