FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

article  10

სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დასაიდუმლოების ვადა.
1. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დასაიდუმლოების ვადა დამოკიდებულია მისი საიდუმლოობის ხარისხზე. დასაიდუმლოების ვადა „განსაკუთრებული მნიშვნელობის“ საიდუმლოობის გრიფის მქონე ინფორმაციისათვის არის 20 წელი, „სრულიად საიდუმლო“ საიდუმლოობის გრიფის მქონე ინფორმაციისათვის – 10 წელი, „საიდუმლო“ საიდუმლოობის გრიფის მქონე ინფორმაციისათვის – 5 წელი, ხოლო „შეზღუდული სარგებლობისათვის“ საიდუმლოობის გრიფის მქონე ინფორმაციისათვის – 3 წელი. სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო ან/და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაციის დასაიდუმლოების ვადის გაგრძელების უფლება აქვს ასეთი საქმიანობის განმახორციელებელი სამსახურის ხელმძღვანელს, თუ ინფორმაციის განსაიდუმლოებით ზიანი მიადგება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილი წესით აღიარებული სახელმწიფო საიდუმლოების დასაიდუმლოების ვადის გაგრძელება, საიდუმლოობის გრიფის შეცვლა ან განსაიდუმლოება ხდება ამ საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მოთხოვნათა გათვალისწინებით.
2. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დასაიდუმლოების ვადა აითვლება მასზე საიდუმლოობის გრიფის აღნიშვნის თარიღიდან.
სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

article  10

3. ინფორმაციის დასაიდუმლოების ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრს უფლება აქვს, ეს ვადა გააგრძელოს.
4. საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს, მის მიერ დასაიდუმლოებული ინფორმაციის დასაიდუმლოების ვადის გასვლის შემდეგ ეს ვადა გააგრძელოს.