FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 5

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

article  5

განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილის გამოთვლა.
1. საქართველოში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის მთლიანი საბოლოო მოხმარება უნდა გამოითვალოს, როგორც შემდეგი მაჩვენებლების ჯამი:
    ა) განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის მთლიანი საბოლოო მოხმარება;
    ბ) გათბობისა და გაგრილებისთვის განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის მთლიანი საბოლოო მოხმარება;
    გ) ტრანსპორტის მიერ განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის საბოლოო მოხმარება.
2. განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის მთლიანი საბოლოო მოხმარების წილის გამოთვლისას განახლებადი წყაროებიდან მიღებული გაზი, ელექტროენერგია და წყალბადი გათვალისწინებული უნდა იქნეს მხოლოდ ერთხელ, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მაჩვენებლებში.
3. ბიოსაწვავი და ბიოსითხე, რომლებიც ამ კანონით დადგენილ მდგრადობის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს,  განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის მთლიანი საბოლოო მოხმარების წილის გამოთვლისას გათვალისწინებული არ უნდა იქნეს.
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

article  5

4. თუ საქართველოს მთავრობა გადაწყვეტს, რომ ფორსმაჟორული გარემოების გამო მას არ შეუძლია დააკმაყოფილოს ენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარებაში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილის მაჩვენებელი 2030 წლისთვის, მან ამის შესახებ შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში უნდა აცნობოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს.
5. განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის მთლიანი საბოლოო მოხმარება უნდა გამოითვალოს, როგორც იმ ელექტროენერგიის რაოდენობა, რომელიც განახლებადი წყაროებიდან არის წარმოებული საქართველოში. ამ ელექტროენერგიის მოცულობა არ მოიცავს იმ წყლისგან წარმოებულ ელექტროენერგიას, რომელიც ჰიდრომააკუმულირებელ სადგურში ადრე ხელმეორედ იქნა ამოტუმბული.
6. სხვადასხვა ტიპის საწვავზე მომუშავე ელექტროსადგურებში, რომლებიც ენერგიის განახლებად და წიაღისეულ (არაგანახლებად) წყაროებს იყენებს, გათვალისწინებული უნდა იქნეს ელექტროენერგიის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც განახლებადი წყაროებიდან არის მიღებული. ამ მიზნით თითოეული ენერგიის წყაროს წილი მისი ენერგიის შემცველობის საფუძველზე უნდა გამოითვალოს.
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

article  5

7. ჰიდროელექტროსადგურისა და ქარის ელექტროსადგურის მიერ წარმოებული ელექტროენერგია უნდა ჩაითვალოს განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარებაში, რომელიც განსაზღვრულია „ჰიდროენერგიისა და ქარის ენერგიისგან გამომუშავებული ელექტროენერგიის აღრიცხვის ნორმალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სამინისტროს სამართლებრივი აქტით.
8. გათბობისა და გაგრილებისთვის განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის მთლიანი საბოლოო მოხმარება გამოითვლება, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ცენტრალური გათბობისა და ცენტრალური გაგრილების რაოდენობისა და გათბობისთვის, გაგრილებისა და დამუშავების პროცესისთვის მოხმარებული განახლებადი წყაროებიდან მიღებული სხვა ენერგიების ჯამი, რომლებიც მრეწველობაში, საყოფაცხოვრებო სექტორში, მომსახურების სფეროებში, სოფლის მეურნეობაში, სატყეო მეურნეობასა და მეთევზეობის მეურნეობაში მოიხმარება.
9. სხვადასხვა ტიპის საწვავზე მომუშავე ელექტროსადგურებში, რომლებიც ენერგიის განახლებად და წიაღისეულ (არაგანახლებად) წყაროებს იყენებს, გათვალისწინებული უნდა იქნეს მხოლოდ განახლებადი წყაროებიდან მიღებული გათბობისა და გაგრილების ნაწილი. ამ მიზნით თითოეული ენერგიის წყაროს წილი მისი ენერგიის შემცველობის საფუძველზე უნდა გამოითვალოს.
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

article  5

10. თბური ტუმბოებიდან მიღებული აეროთერმული ენერგია, გეოთერმული ენერგია და ჰიდროთერმული ენერგია გათვალისწინებული უნდა იქნეს გათბობისა და გაგრილებისთვის განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარებაში იმ პირობით, რომ ენერგიის საბოლოო გამომუშავება მნიშვნელოვნად უნდა აღემატებოდეს პირველად მიწოდებული ენერგიის რაოდენობას, რომელიც საჭიროა თბური ტუმბოების ასამუშავებლად. ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, იმ სითბოს რაოდენობა, რომელიც მიჩნეულია განახლებადი წყაროებიდან მიღებულ ენერგიად, უნდა გამოითვალოს თბური ტუმბოებიდან მიღებული ენერგიის აღრიცხვის წესით დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად.
11. პასიური ენერგეტიკული სისტემების მიერ გამომუშავებული თბური ენერგია, რომლის ფარგლებშიც ენერგიის დაბალი მოხმარება პასიურად მიღწეულია ნაგებობების დაპროექტებით ან ენერგიის წიაღისეული (არაგანახლებადი) წყაროებიდან მიღებული სითბოს მეშვეობით, გათბობისა და გაგრილებისთვის განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარებაში გათვალისწინებული არ უნდა იქნეს.
12. ამ კანონის II დანართში ჩამოთვლილ სატრანსპორტო საწვავში ენერგიის შემცველობა უნდა განისაზღვროს იმავე დანართის შესაბამისად. შესაძლებელია ამ კანონის II დანართის ადაპტირება ტექნიკური და მეცნიერული პროგრესის შესაბამისად.
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

article  5

13. განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილის გამოსათვლელად განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის მთლიანი საბოლოო მოხმარება იყოფა ენერგიის ყველა წყაროდან მიღებული ენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარებაზე. ეს წილი გამოხატულია პროცენტულად.
14. ამ მუხლის მე-13 პუნქტის მიზნიდან გამომდინარე, ამავე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მაჩვენებლების ჯამი უნდა დაზუსტდეს ამ კანონით გათვალისწინებული სტატისტიკური ტრანსფერების, ერთობლივი პროექტების შედეგებისა და ერთობლივი მხარდაჭერის სქემების მიხედვით.
15. ამ კანონით დადგენილი სამიზნე მაჩვენებლებისა და საორიენტაციო მაჩვენებლის შესაბამისობის შეფასების მიზნით საქართველოს მიერ ენერგიის მთლიანი საბოლოო მოხმარების გამოთვლისას მიჩნეული უნდა იქნეს, რომ ავიაციაში მოხმარებული ენერგიის რაოდენობა, საქართველოს მიერ ენერგიის მთლიანი საბოლოო მოხმარების პროპორციულად, 6.18 პროცენტს არ აღემატება.
16. განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის გამოთვლის მეთოდოლოგია მტკიცდება სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.