Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 40 ერთეულების გამოსყიდვა, შენატანების დაბრუნება. 1. ღია საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელებს უფლება აქვთ, ნებისმიერ დროს მოითხოვონ საინვესტიციო ფონდის ან მისი შესაბამისი ქვეფონდის აქტივებიდან თავიანთი ერთეულების გამოსყიდვა. გამოსყიდვა ხორციელდება ერთეულის წმინდა ღირებულებით, გამოსყიდვის საკომისიოს გამოკლებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 2. ინტერვალური საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელებს უფლება აქვთ, მოითხოვონ თავიანთი ერთეულების გამოსყიდვა სადამფუძნებლო დოკუმენტით განსაზღვრული სიხშირით, მაგრამ სულ მცირე წელიწადში ერთხელ. გამოსყიდვა ხორციელდება ერთეულის წმინდა ღირებულებით, გამოსყიდვის საკომისიოს გამოკლებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 3. დახურული საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელებს უფლება აქვთ, მოითხოვონ თავიანთი ერთეულების გამოსყიდვა საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციისას ამ კანონის, მის საფუძველზე საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტისა და საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტის შესაბამისად. |
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 40 4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, ერთეულის გამოსყიდვას უთანაბრდება, თუ საინვესტიციო ფონდი ან/და მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანია უზრუნველყოფს, რომ ერთეულის მფლობელს ჰქონდეს შესაძლებლობა, გაასხვისოს საფონდო ბირჟაზე საკუთარი ერთეული ისეთ ფასად, რომელიც მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ერთეულის წმინდა ღირებულებისგან. 5. გამოსყიდვა უნდა განხორციელდეს ფულადი ანაზღაურებით. გამოსყიდვის განხორციელება არაფულადი ფორმით დასაშვებია საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციისას ერთეულის მფლობელის თანხმობით, აგრეთვე საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევაში. 6. ერთეულების გაყიდვისა და გამოსყიდვის ფასების გამოქვეყნების სიხშირე რეგულირდება ამ კანონითა და მის საფუძველზე საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით. |