Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი article 671 სამოქალაქო შეთანხმება. 1. პირობით მსჯავრდებულისათვის ამ კოდექსის 67-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ორგანოს მიერ პირობითი მსჯავრის გაუქმება და ნასამართლობის მოხსნა შესაძლებელია გამოსაცდელი ვადის ნახევრის გასვლამდეც, თუ პირობით მსჯავრდებულთან პროკურორს გაფორმებული აქვს სამოქალაქო შეთანხმება და პირობით მსჯავრდებულმა ჯეროვნად შეასრულა სამოქალაქო შეთანხმებით განსაზღვრული მოვალეობები, აგრეთვე არ არსებობს ამ კოდექსის 67-ე მუხლის მე-3 −მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული საფუძვლები და იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად სასამართლოს არ მიუღია გადაწყვეტილება გამოსაცდელი ვადის გაგრძელების შესახებ. 2. პროკურორს შეუძლია, პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევის გათვალისწინებით, მასთან გააფორმოს სამოქალაქო შეთანხმება, თუ მას აქვს სურვილი და შესაძლებლობა, გარკვეულ სფეროში საკუთარი ცოდნა და გამოცდილება სხვებს გაუზიაროს. სამოქალაქო შეთანხმებით განისაზღვრება პირობით მსჯავრდებულის მოვალეობები, ასევე დრო, რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულდეს აღნიშნული მოვალეობები და რომლის გასვლის შემდეგაც პირობით მსჯავრდებულს შეიძლება გაუუქმდეს პირობითი მსჯავრი და მოეხსნას ნასამართლობა. |
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი article 671 3. სამოქალაქო შეთანხმებით პირობით მსჯავრდებულის მიერ ნაკისრი მოვალეობების შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო, რომელიც პროკურორს პერიოდულად წარუდგენს ინფორმაციას ამ შეთანხმების პირობების შესრულებასთან დაკავშირებით. კარი მეოთხე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება |