Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ article 28 ამ კანონთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები. 1. 2006 წლის 1 ივლისამდე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს შემდეგი ნორმატიული აქტების გამოცემა : ა ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მარკირების წესი ; ბ ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შენახვის , ტრანსპორტირების , რეალიზაციისა და გამოყენების წესები ; გ ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდების , ექსპერტიზისა და რეგისტრაციის დებულება ; დ ) საქართველოში სარეგისტრაციო გამოცდებისათვის საჭირო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნიმუშების , ეტალონური პრეპარატების და ანალიტიკური სტანდარტების შემოტანის წესი ; ე ) საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო კატალოგი . 2. 2007 წლის 1 ივლისამდე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს შემდეგი ნორმატიული აქტების გამოცემა : ა ) პესტიციდების წვრილი დაფასოების ორგანიზების წესი ; ბ ) ბაზარზე განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების კონტროლისა და ნიმუშის აღების წესი ; |
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ article 28 გ ) სურსათში/ცხოველთა საკვებში და გარემოს ობიექტებში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნარჩენების კონტროლისათვის ნიმუშების აღების წესი ; დ ) ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში რეგისტრირებული პესტიციდების/აგროქიმიკატების საქართველოში რეგისტრაციისათვის დამატებითი მოთხოვნების შესახებ . 3. საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული „ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ექსპორტ-იმპორტის წესისა და წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურის შესახებ“ დადგენილების მიღება. |