FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

article  205

მოსამზადებელი სხდომის დანიშვნა.
1. თუ წარმოდგენილი წერილობითი მასალები მოსამართლეს აძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ შეიძლება მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ, მოპასუხემ ცნოს სარჩელი ან მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, აგრეთვე თუ, მოსამართლის აზრით, სასამართლო განხილვისათვის საქმის სათანადოდ მომზადების ინტერესები ამას მოითხოვს, მოსამართლე უფლებამოსილია მხარეთა წერილობითი მასალების მიღებიდან 5 დღის განმავლობაში დანიშნოს მოსამზადებელი სხდომა ან მხარეებთან სატელეფონო გასაუბრება ან ვიდეოკონფერენცია, რის შესახებაც განჩინების მიღებიდან 3 დღის ვადაში ეცნობებათ მხარეებს. მოსამართლესთან სატელეფონო გასაუბრება ან ვიდეოკონფერენცია ხორციელდება სატელეფონო ხაზზე მხარეების ან მათი წარმომადგენლების ერთდროულად ჩართვით და ფიქსირდება ოქმის სახით. თუ მხარეები კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული არიან სატელეფონო გასაუბრების ან ვიდეოკონფერენციის შესახებ და ვერ ხერხდება ერთ-ერთ მხარესთან ან მის წარმომადგენელთან დაკავშირება, სასამართლო უფლებამოსილია გაესაუბროს მხოლოდ მეორე მხარეს ან მის წარმომადგენელს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

article  205

11. თუ ამ კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით/201-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სარჩელის/შესაგებლის შედგენისას მოსარჩელემ/მოპასუხემ უარი თქვა დავის სასამართლო მედიაციის გზით განხილვაზე, მოსამართლე ვალდებულია მოსამზადებელ სხდომაზე ან მხარეებთან სატელეფონო გასაუბრებისას ანდა ვიდეოკონფერენციის დროს გამოარკვიოს ამ უარის მიზეზი და განუმარტოს მხარეს/მხარეებს დავის სასამართლო მედიაციის გზით განხილვის დადებითი მხარეები და სამართლებრივი შედეგები.
12. თუ ამ კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით/201-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სარჩელის/შესაგებლის შედგენისას მხარეებმა თანხმობა განაცხადეს დავის სასამართლო მედიაციის გზით განხილვაზე, საქმე დაუყოვნებლივ, „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით გადაეცემა მედიატორს.
2. თუ არსებობს სასამართლოს მთავარი სხდომის გამართვის წინაპირობები, მოსამართლე უფლებამოსილია მოსამზადებელი სხდომა გადაზარდოს მთავარ სხდომაში.