FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

იარაღის შესახებ

article  3

იარაღის სახეები.
1. იარაღი დანიშნულების შესაბამისად იყოფა შემდეგ სახეებად:
    ა) სამოქალაქო იარაღი;
    ბ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღი;
    გ) სამხედრო-საბრძოლო იარაღი.
2. სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა საქართველოს თავდაცვისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრების წარდგინებით.
იარაღის შესახებ

article  3

იარაღის სახეები. .
3. ცივ ან ცივ სასროლ იარაღს მიეკუთვნება იარაღი, თუ იგი შეესაბამება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ დამტკიცებულ შესაბამისი სახის იარაღის ტექნიკურ მახასიათებლებს. მუხლი 4. სამოქალაქო იარაღის ცნება და სახეები 1. სამოქალაქო იარაღი არის იარაღი, რომელიც დაშვებულია სამოქალაქო ბრუნვაში და რომელსაც ფიზიკური პირი თავდაცვის, სანადირო, სპორტული, საკოლექციო ან ექსპონირების მიზნებისთვის, თეატრალურ წარმოდგენაში, კინოჩვენებაში, სატელევიზიო ჩვენებაში ან ისტორიულ რეკონსტრუქციაში, სიგნალის მისაწოდებლად ან ხმოვანი (აკუსტიკური) ეფექტის მისაღებად ან სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერისთვის იყენებს.
2. სამოქალაქო იარაღის სახეებია:
    ა) თავდაცვის იარაღი;
    ბ) სპორტული იარაღი;
    გ) სანადირო იარაღი; გ-1) თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობა;
    დ) საკოლექციო იარაღი;
    ე) სასიგნალო იარაღი;
    ვ) ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღი;
    ზ) კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღი.