FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

article  65

აკრედიტაციის კომისია.
1. „საქპატენტისთვის“ შესაბამისი უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების მიმართ აკრედიტაციის მინიჭების შესახებ განაცხადის წარდგენის შემთხვევაში „საქპატენტი“ ატარებს კონკურსს. კონკურსში გამარჯვებული სულ მცირე უნდა აკმაყოფილებდეს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ  სავალდებულო  კრიტერიუმებს.
2. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას შესაბამისი უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების მიმართ აკრედიტაციას ანიჭებს აკრედიტაციის კომისია ამ კანონით დადგენილი წესით.
3. იმ უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების მიმართ, რომლის/რომელთა კოლექტიური მართვისთვის მინიჭებული არ არის აკრედიტაცია, ავტორების ან/და სხვა უფლების მფლობელების წერილობითი განაცხადის საფუძველზე „საქპატენტი“ ვალდებულია გამოაცხადოს აკრედიტაციის კონკურსი ამ განაცხადის წარდგენიდან 2 თვის ვადაში.
4. აკრედიტაციის კომისია იქმნება „საქპატენტის“ თავმჯდომარის ბრძანებით აკრედიტაციის კონკურსის გამოცხადების შემდეგ პირველი განაცხადის წარდგენიდან არაუგვიანეს 15 დღისა.
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

article  65

5. აკრედიტაციის კომისიის შემადგენლობაში შედიან „საქპატენტის“ თავმჯდომარე (აკრედიტაციის კომისიის თავმჯდომარე), საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით შერჩეული საქართველოს პარლამენტის 2 წევრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენელი, საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.
6. აკრედიტ აციის კომისია უფლებამოსილია თავისი ინიციატივით ან მხარეების დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე საქმის გადასაწყვეტად განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მოიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტი ხმის მიცემის უფლებით ან ამ უფლების გარეშე.
7. აკრედიტაციის კონკურსში მონაწილეობის მიღების შესახებ განაცხადის მიღებიდან 1 თვის ვადაში აკრედიტაციის კომისია ამოწმებს კანდიდატის შესაბამისობას ამ კანონის 64-ე მუხლით დადგენილ აკრედიტაციის მოთხოვნებთან. აკრედიტაციის კომისია უფლებამოსილია დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე დამატებით მოითხოვოს ისეთი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარდგენა, რომელიც აუცილებელია  იმის შესაფასებლად, თუ რამდენად აკმაყოფილებს კანდიდატი ამ კანონით დადგენილ აკრედიტაციის მოთხოვნებს.
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

article  65

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ აკრედიტაციის კომისია ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის მინიჭების ან აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.
9. აკრედიტაციის კომისიას ჰყავს სამდივნო, რომლის შემადგენლობას „საქპატენტის“ თანამშრომლებისგან განსაზღვრავს „საქპატენტის“ თავმჯდომარე.
10. აკრედიტაციის კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს აკრედიტაციის კომისიის სამდივნო.