Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
აკვაკულტურის შესახებ article 3 აკვაკულტურის საქმიანობის რეგულირებისა და განხორციელების პრინციპები. 1. აკვაკულტურის საქმიანობა რეგულირდება ამ კანონით, საქართველოს სხვა კანონებით, საქართველოს მთავრობისა და მინისტრის ნორმატიული აქტებით. 2. აკვაკულტურის საქმიანობის რეგულირებისას და განხორციელებისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი ძირითადი პრინციპები: ა) აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებისას ეკოსისტემური მიდგომის გამოყენება, ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და აკვაკულტურის პროდუქტის უვნებლობის დაცვა; ბ) აკვაკულტურის ობიექტის კულტივირების ან/და გამოზრდის ეკოლოგიურად მიზანშეწონილი ტექნოლოგიების დანერგვა და წყალსატევის პროდუქტიული პროცესების მართვა; გ) აკვაკულტურის საქმიანობის გარემოსდაცვითი თვალსაზრისით თავსებად ადგილებზე განხორციელება, წყლისა და მიწის რესურსების ეფექტიანად და პასუხისმგებლობით გამოყენება; დ) აკვაკულტურის კონსტრუქციის უსაფრთხოდ დაპროექტება და განთავსება; აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებისას სხვა წყლითა და მიწით მოსარგებლეთა ინტერესების გათვალისწინება; ე) აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებისას ხელოვნური საკვების დაბალანსებულად და ეფექტიანად გამოყენება, რაც უზრუნველყოფს აკვაკულტურის ობიექტის ოპტიმალურ ზრდას და გარემოს დაბინძურების მინიმუმამდე შემცირებას; |
აკვაკულტურის შესახებ article 3 ვ) აკვაკულტურის ობიექტის ჯანმრთელობის მართვა, მისი დაავადების თავიდან აცილება, დაავადების გავრცელების რისკისა და ეპიზოოტიის შემთხვევების შემცირება; ზ) ტექნოლოგიების, აღჭურვილობისა და მართვის საუკეთესო პრაქტიკის გამოყენება; თ) აკვაკულტურის საქმიანობის დაგეგმვისას და განხორციელებისას წყლის ობიექტისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ბუნებრივი და სოციალურ-ეკონომიკური თავისებურებების გათვალისწინება; ი) ჰიდრობიონტის კულტივირების ან/და სასაქონლო გამოზრდის, სასურსათო მოხმარებისთვის ბაზარზე განთავსების მიზნით სამეურნეო და სხვა სახის საქმიანობების უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილება ან მინიმუმამდე შემცირება; კ) საქართველოს წყლების ბიოლოგიური რესურსების შენარჩუნება და მათი ხარისხის დაცვა; ლ) ბუნებრივი წყალსატევის დათევზიანება; |
აკვაკულტურის შესახებ article 3 მ) წელიწადში 40 ტონაზე მეტი წარმადობის აკვაკულტურის მეურნეობის მოწყობისას (წყლის ცხოველური ორგანიზმებისა და მცენარეების მოშენებისას) აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებით გამოწვეული გარემოზე პირდაპირი და არაპირდაპირი ზემოქმედების შესწავლა შემდეგ ფაქტორებთან მიმართებით: ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება; ბიომრავალფეროვნება (მათ შორის, მცენარეთა და ცხოველთა სახეობები, ჰაბიტატები, ეკოსისტემები); წყალი, ჰაერი, ნიადაგი, მიწა, კლიმატი და ლანდშაფტი; კულტურული მემკვიდრეობა და მატერიალური ფასეულობები; აგრეთვე მითითებული ფაქტორების ურთიერთქმედება; ნ) აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებისას ჰიბრიდული ფორმისა და ინვაზიური სახეობის გამოყენების მონიტორინგი; ო) აკვაკულტურის მიმდებარე ეკოსისტემასა და გარემოზე აკვაკულტურის შესაძლო უარყოფითი გავლენის შემცირება; პ) გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება; ჟ) აკვაკულტურის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა; რ) მეცნიერულად დასაბუთებული მართვა და პრევენციული მიდგომის გამოყენება; ს) მონაცემთა შეგროვება და სტატისტიკის წარმოება; ტ) ნარჩენების მართვა; უ) დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობა. |
აკვაკულტურის შესახებ article 3 3. აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს წარმოების პროცესის ტექნოლოგიური, გარემოსდაცვითი, აკვაკულტურის ობიექტის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის და სურსათის უვნებლობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად განხორციელება. 4. სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავებისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს აკვაკულტურის გათვალისწინება. |