Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს ტყის კოდექსი article 35 ტყის რესურსების მოპოვება. 1. ტყით საერთო სარგებლობა გულისხმობს პირადი მოხმარების მიზნით ტყეში (გარდა კერძო საკუთრების ტყისა) ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების, აგრეთვე ფიჩხის თავისუფალ ხელმისაწვდომობას. 2. ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების თავისუფალი ხელმისაწვდომობა შესაძლებელია შეიზღუდოს: ა) ტყის სტატუსისა და ფუნქციური დანიშნულების გათვალისწინებით; ბ) ტყის დაცვის, მოვლისა და აღდგენა-გაშენების ღონისძიებების განხორციელების მიზნებისთვის. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს ტყის მესაკუთრე ან ტყის მართვის ორგანო. |