Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი article 84 არასრულწლოვნისათვის საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო პროგრამების ორგანიზება. 1. არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება, მიიღოს სრული ზოგადი განათლება საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად. # # 2. არასრულწლოვანი ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის დაწყებითი განათლებისა და საბაზო განათლების მიცემა სავალდებულოა. 3. არასრულწლოვანი ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის ზოგადი განათლების მიცემის და ზოგადი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების/განვითარების, აგრეთვე არასრულწლოვანი მსჯავრდებულისათვის პროფესიული განათლების მიცემის მიზნით პატიმრობის დაწესებულება/არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება ორგანიზებას უწევს საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო პროცესს. 4. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში არასრულწლოვანისთვის პენიტენციური კოდექსით დადგენილი წესით უნდა შეიქმნას პროფესიული განათლების მიღების პირობები, რაც ხელს შეუწყობს არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების დატოვების შემდეგ მის დასაქმებას. 41. არასრულწლოვანი მსჯავრდებული სარგებლობს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე განათლების მიღების უფლებით, რომელიც ხორციელდება პენიტენციური კოდექსით დადგენილი წესით. |
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი article 84 5. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მიმდინარე სასწავლო პროცესი ქვეყანაში არსებულ განათლების სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს. 6. არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ბრალდებულად ყოფნის/სასჯელის მოხდის პერიოდში მიღებული განათლების დამადასტურებელ დოკუმენტში (დიპლომი, სერტიფიკატი, ატესტატი და სხვა) არ მიეთითება ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელია არასრულწლოვნის, როგორც ნასამართლევის ან ყოფილი მსჯავრდებულის, იდენტიფიცირება. 7. იმ არასრულწლოვანი მსჯავრდებულისათვის, რომელსაც აქვს შემეცნებასა და სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები ან არ აქვს საგანმანათლებლო ისტორია, სპეციალური პროგრამები უნდა არსებობდეს. მისი სწავლება ინდივიდუალური სასწავლო გეგმით უნდა მიმდინარეობდეს. 8. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მიმდინარე სასწავლო პროცესი რეგულირდება საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. 9. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა მასთან აღმზრდელობითი მუშაობის ჩატარება. |