Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
პენიტენციური კოდექსი article 137 მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამის ორგანიზება. 1. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამას ორგანიზებას უწევს ამ დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი პირი. 2. სამსახური მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის მიზნით თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებსა და სხვა ორგანიზაციებთან. 3. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დღის განრიგი უნდა ითვალისწინებდეს მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამებში მსჯავრდებულის მონაწილეობის დროს. 4. მსჯავრდებული მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამაში მისი თანხმობით მონაწილეობს. 5. მსჯავრდებულთან სარეაბილიტაციო მუშაობა ტარდება მისი პიროვნული თვისებებისა და ჩადენილი დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით. 6. პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ სრულწლოვან მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მიზნით შესაბამისი რისკისა და საჭიროებების შეფასების, აგრეთვე ინდივიდუალური გეგმის მომზადების, განხორციელებისა და მონიტორინგის წესი (შემთხვევის მართვის წესი) მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. 7. პენიტენციურ დაწესებულებაში ოპიოიდებზე დამოკიდებული პირებისთვის ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამის განხორციელების წესი განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. |
პენიტენციური კოდექსი article 137 8. მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამის ორგანიზებისთვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იქმნება შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და საჭიროების შემთხვევაში მოიწვევიან სათანადო სპეციალისტები. 9. ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირის რეაბილიტაციის მიზნით სამსახურის ორგანიზებით ტარდება ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსები. სამსახური ამ კურსებს ორგანიზებას უწევს სახელმწიფო უწყებებსა და სხვა დაინტერესებულ და შესაბამის სფეროში საქმიანობის გამოცდილების მქონე ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. |